დღეს სუმოს ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა
დღეს ტოკიოში პროფესიული სუმოს ახალი ბანძუკე (რეიტინგ-ლისტი) გამოქვეყნდა. სასიხარულოა, რომ ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) კვლავ დაიბრუნა კომუსუბის რანგი.

ნოემბრის ბაშოზე ტოჩინოშინმა მე-6 მაეგაშირას რანგში იასპარეზა, მაგრამ 10-5 ბალანსი აჩვენა და წინ ისე შესამჩნევად დაწინაურდა, რომ სუმოს იერარქიის მეოთხე ტიტული მიიღო. დღეიდან ის დასავლეთის კომუსუბია.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის ქართველი სუმოისტი კომუსუბი კარიერაში მეექვსედ გახდა და ამ რანგში მას 7 ბაშო უჭიდავია. თუმცა ეს არ არის ტოჩინოშინის უდიდესი მიღწევა - ივლისის ბაშოზე მან სეკივაკეს რანგით იჭიდავა.

იანვრის ბაშოზე დიდი ჩემპიონის (იოკოძუნა) რანგში კაკურიუ, ჰამურაფუჯი და ჰაკუჰო იჭიდავებენ. ჩემპიონის (ოძეკი) რანგში იჭიდავებენ: კისენოსატო, გოეიდო, ტერუნოფუჯი და კოტოშოგიკუ; ორი სეკივაკეა - ტამავაში და შოდაი; ორიც კომუსუბი - ტაკაიასუ და ტოჩინოშინი.

მე-16 მაეგაშირად მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბაშო 8-7 ბალანსით დაასრულა და მე-13 მაეგაშირობამდე დაწინაურდა.

წლის პირველი ბაშო 8-22 იანვარს გაიმართება ტოკიოში. როგორც სუმოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბაშომდე ორი კვირით ადრე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია!

მერაბი გ.
სეკივაკეც იყო. ცუდი ისაა, რომ ძაან ხშირად მიდი-მოდის; სტაბილურობა აკლია, თუმცა ისიცაა, რომ რაც უფრო მაღალ ტიტულს ატარებ, უფრო ძლიერებს ხვდები მომავალ წელს ოძეკობას ვუსურვებ!
"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა