"იებმა" გუნდის ლიდერი სამომავლოდ დაიბევეს
სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა და გამორჩეული ფეხბურთელი ფედერიკო ბერნარდესკია, რომელიც "ფიორენტინას" ლიდერად ჩამოყალიბდა.

22 წლის შემტევის ანგარიშზე 9 გოლია და ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული, რაც სეზონის წინ ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ბერნარდესკის მიმართ ევროპული კლუბები იჩენენ ინტერესს და მათ შორის, იტალიური გრანდები: "იუვენტუსი", "მილანი" და "ნაპოლი".

ბერნარდესკის ფლორენციულ კლუბთან 2019 წლამდე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული, თუმცა "ფიორენტინას" მესვეურები მის კიდევ უფრო გახანგრძლივებას გეგმავენ და ფეხბურთელს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ.

ამ დროისთვის, ფედერიკოს სეზონური გასამრჯელო 1 მილიონი ევროა და თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ბერნარდესკის ხელფასი 2.5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამ თემაზე კომენტარი "ვიოლას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ გააკეთა:

"ბერნარდესკი შესანიშნავად ირჯება და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ფედერიკო თანაბრად ძლიერია დამაგვირგვინებელ ფაზაში და სიღრმიდან შეტევის დროს. 22 წლისაა და უკვე უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, რაც იშვიათია.

ჩვენი სურვილია, რომ ბერნარდესკისთან ხელშეკრულება გავახანგრძლივოთ და ამ თემაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკება. რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი ნიკოლა კალინიჩს გავუგრძელეთ და ამჯერად უკვე ბერნარდესკის დროა. შეუძლია თუ არა ფედერიკოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს? - ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ გუნდისთვის უდიდეს სამუშაოს ასრულებს და მთავარი სწორედ ეს გახლავთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იგუაინი, ხედირა, მატუიდი - ცნობილი ხდება, ვინ დატოვებს "იუვენტუსს"
ფედერიკო ბერნარდესკი: ჩემთვის რონალდო ყოველთვის მესიზე წინ იდგა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ბერნარდესკი: "კვარა" მოვლენაა და ყველა მატჩზე გავლენას ახდენს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ბარსელონა" და "იუვენტუსი" ფეხბურთელების გაცვლას აპირებენ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ბუფონისა და ალეგრის საიუბილეო მატჩში "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა[VIDEO]
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
"ნაპოლი" გუნდს აძლიერებს, ბერნარდესკი ნეაპოლელებს უახლოვდება
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები