ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ მოენატრა ის დრო, როცა ფეხბურთს მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობდა
დოკუმენტურ ფილმ The Other Kids-ში მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა განაცხადა, რომ მოენატრა ის დრო, როცა ფეხბურთს მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობდა.

ფილმი მოგვითხრობს უგანდელი ბიჭის, რეიგანის შესახებ, რომელსაც სურს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. "ელ ნინიო" კი პარალელებს ავლებს მასსა და უგანდელ რეიგანს შორის.

"მართლაც ძალიან მენატრება ის დრო, როცა თქვენს ასაკში ვიყავი და ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ გართობა იყო. ერთი სული მქონდა, როდის წავიდოდი სკოლიდან, შეასრულებდი დავალებებს და გავიქცეოდი ფეხბურთის სათამაშოდ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან ესპანეთში ვცხოვრობთ და ფეხბურთის პროფესიად ქცევის შანსი მოგვეცა. ბავშვობაში ოცნებად მქონდა, მეთამაშა "ვისენტე კალდერონზე", სადაც ბაბუასთან ერთად თამაშების სანახავად დავდიოდი", - უყვება ტორესი მადრიდის ერთ-ერთი სპორტსკოლის ბავშვებს.

ტორესი ასევე ჰყვება, რომ საფეხბურთო ოლიმპომდე მისასვლელი გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი:

"როცა 10 წლის ასაკში "ატლეტიკოს" აკადემიაში აღმოვჩნდი, მქონდა როგორც კარგი, ისე ცუდი დროება. მაგრამ ჩემი ოცნება ჩემი მოტივატორი იყო და მის მისაღწევად ბევრ რამეს ვწირავდი. ეს ბევრი ეძახის ამას შეწირვას, თუმცა მე ასე არასოდეს მიფიქრია, ჩემთვის ყოველთვის ნორმალური იყო ისეთი რამის გაკეთება, რაც ჩემს ოცნებას მიმაახლოებდა და ერთ დღესაც ჩემი ოცნებაც ასრულდა. ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ მიზანს მიაღწევ.

მაშინაც, როცა მიზნამდე მისასვლელი გზა რთული და შორია; მაშინაც, როცა შენი არ სჯერათ, არ ეიმედებათ; როცა აღმოაჩენ, რომ შენი ზოგიერთი მეგობარი სინამდვილეში არ ყოფილა შენი ნამდვილი მეგობარი. ამ გზაზე ბევრ სინანულსაც იგრძნობ, განსაკუთრებით, როცა მიხვდები, რომ სწორ გზაზე არ იდექი", - ამბობს ფილმში "ელ ნინიო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ტორესი დიდი ფეხბურთელია, კაციც დიდი ყოფილა. ბავშთა მომავალზე ზრუნავს.
123
ეეეჰ ელ ნინიო...ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკო B"-ს მწვრთნელად დანიშნეს
"ელ ნინიო" წავიდა - ფერნანდო ტორესმა კარიერა დაასრულა
ფერნანდო ტორესი კარიერას განაახლებს
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოს" დუბლებთან აღარ იმუშავებს
ტორესის ბოლო მატჩი - ინიესტას ბრწყინვალე პასი და 6 გოლი მეტოქისგან [VIDEO]
ფერნანდო ტორესი "ატლეტიკოში" დაბრუნდა