ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სტეფანო პიოლი: სატრანსფერო ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ

სტეფანო პიოლი: სატრანსფერო ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ

მილანის "ინტერი" ბაზარზე იაქტიურებს
სტეფანო პიოლის თავკაცობით, "ინტერმა" შედარებით გამოასწორა თამაში, ქულებიც აკრიფა და სატურნირო ცხრილშიც ზემოთ აინაცვლა. მართალია, "ნერაძური" ჯერ მხოლოდ მეშვიდეა და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე ბევრი უკლია, მაგრამ პროგრესი მაინც სახეზეა.

რას ფიქრობს გუნდის ახალი თავკაცი ზამთრის ტრანსფერებზე და სეზონის მეორე ეტაპზე, ამას ქვემოთ, მისივე საუბრიდან შეიტყობთ.

პროგრესი

ბოლო მატჩები მაღალ დონეზე ჩავატარეთ და უმნიშვნელოვანესი ქულები მოვიპოვეთ. ამასთან, ფეხბურთელებმა ირწმუნეს საკუთარი ძალების და მომავალს ოპტიმისტურად შეხედეს. ამ შემადგენლობით, "ინტერს" გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში, რაშიც აუცილებლად დავრწმუნდებით. როდესაც "ინტერიდან" წინადადება მივიღე, არც კი დავფიქრებულვარ, რადგან ამ გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს. ჩემი პროგნოზით, სეზონის მეორე ნახევარი გაცილებით წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

მიზანი

მიმდინარე სეზონში ჩვენი მიზანი ევროსაგზურის მოპოვებაა. ჩემპიონთა ლიგის ზონას გვარიანად ჩამოვრჩებით, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე ვაპირებთ და გამორიცხული ნამდვილად არაფერია.

ლიდერები არასტაბილურად ასპარეზობენ, ქულებს უხვად კარგავენ, ასეთ დროს კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მატჩიდან მატჩამდე მოვუმატოთ და გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე დღეს ვუყურებთ.

თუ ეს მიზანი შესრულდა, მოგებაც იქნება და არც ქულები დაიგვიანებს. "ინტერს" ძველი დიდება უნდა დავუბრუნოთ, რაც ჩემი მთავარი მიზანია.

ტრანსფერები

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. შესაძლოა, 3-4-მა ფეხბურთელმა დაგვტოვოს, რომლებიც არ ჯდებიან ჩემს ტაქტიკურ მონახაზში. ამასთან, არიან მოთამაშეები, რომელთა გადმოყვანას სიამოვნებით დავთანხმდებოდი. წავა თუ არა სტევან იოვეტიჩი? - მას სათამაშო პრაქტიკა უნდა და შესაბამისად, დიდია შანსი, რომ წავიდეს.

სტევანი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ არის ჩავარდნები და ზოგჯერ, კრიზისიდან გამოსავალი გარემოს გამოცვლაა. ვნახოთ, რა მოხდება, ბევრი რამე კი თავად იოვეტიჩზეა დამოკიდებული. იგივე შეიძლება ითქვას კიდევ რამდენიმე ფეხბურთელზე, მათ შორის, ანდრეა რანოკიაზე.

ჟოფრეი კონდოგბია? - ბოლო მატჩებში მას მიეცა სათამაშო დრო და კარგად წარმოჩინდა - შესაბამისად, კონდოგბიას გასხვისება არ იგეგმება და მეტიც, ეს ყოვლად დაუშვებელია. ვინ შეიძლება მოვიდეს? - რთული სათქმელია.

მე ვისურვებდი მარკო ვერატის, ფედერიკო ბერნარდესკის და ანდრეა ბელოტის, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს

"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი