გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა
გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის "ანდორამ" ესპანეთის ლიგაში მორიგი გამარჯვება იზეიმა.

ანდორელებმა სახელიანი "უნიკახა" დაძაბულ ბრძოლაში - 92:87 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ლეგიონერების წილი სოლიდურია. გარდა იმისა, რომ შერმადინი და ბურჯანაძე მთლიანობაში შედეგიანები იყვნენ, ბოლო წუთებზე მათ გამარჯვებისთვის აუცილებელი ბურთები ჩააგდეს.

სასტარტო ხუთეულში მხოლოდ შერმადინი გამოჩნდა და ორივე გუნდის რიგებში ერთადერთი კალათბურთელი გახდა, ვინც ორმაგი დუბლი შეასრულა. გიორგიმ 27:03 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მან 12-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

სარგებლიანობის კოეფიციენტის (23) მიხედვით, ქართველი ცენტრი მხოლოდ ავსტრიელ ტომას შრეინერს (26) ჩამორჩა, რომელმაც 5 სამქულიანი და 4 საჯარიმო მიითვალა და 19 ქულა მოაგროვა.

მოედანზე 18:39 წუთი გაატარა ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი იყო. ბექამ 2-ვე სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 ორქულიანი ააცილა, 1 შეცდომა დაუშვა, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ, თავად კი სათადარიგოთა სკამზე 5 პერსონალური ფოლის მიღების შემდეგ გადაინაცვლა.

ამ მოგებით "ანდორა" გაუთანაბრდა "უნიკახას" და თორნიკე შენგელიას "ბასკონიას". სამივე გუნდს 8 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილში მე-5-მე-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ანდორელები 30 დეკემბერს, სტუმრად ტენერიფეს "იბეროსტართან" გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში