ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] რას მოგვიტანს მამლის წელი?

[ოთხშაბათის საკითხავი] რას მოგვიტანს მამლის წელი?

მამლის ყივილი ხალხს აფხიზლებს. სწორედ ასეთი კაცის დეფიციტია ქართულ ფეხბურთში...
მოდის ახალი, 2017 წელი - მამლის წელიწადი. მამალი განახლების, იმედის სიმბოლოა. ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ახალი წელი ქართული ფეხბურთისთვის სწორედაც განახლების ხანა იქნება. ასეთი იმედები გვაქვს სულ, როცა ძველ წელს ვაცილებთ და ერთხელაც ეს იმედები უნდა გამართლდეს... თუმცა მხოლოდ ბედისწერის ანაბარა ყოფნა არაფერს გვარგებს და ჩვენც ხელი უნდა გავანძრიოთ.

მაინც, რას ველით ახალი წლისგან? სანტას დიდი ხურჯინი აქვს და ის ხურჯინი ყველა სათხოვარს თუ სურვილს იტევს. თოვლის ბაბუას ძალიანაც ნუ შევაწუხებთ. ვთხოვოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, რომ გვერგოს...

სუფთა თამაში

ძალიან გვინდა, რომ ახალ წელს ფეხბურთი მხოლოდ ბურთით თამაში იყოს საქართველოში და არა - იატაკქვეშა სათამაშო ბიზნესი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ კუთხით ძალუმ ნაბიჯებს დგამს და ჩვენი, მედიის ფუნქცია ისაა, რომ ამ დიდ და საპასუხისმგებლო ბრძოლაში იქ უნდა ვიყოთ, სადაც ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავალი იმზირება.

სუფთა თამაში - ესაა ჩვენი მთავარი ნატვრა, რადგან მის გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება და, მათ შორის, ეკარგება ფეხბურთსაც... სადაც ტყუილია, იქ მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილ თამაშს, მის უდიდებულესობა ფეხბურთს არც არაფერი ესაქმება.

სანტაც ხომ არ იტყუება?..

საქართველოს ნაკრები

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საპასუხისმგებლო მატჩები ელის. ვისურვოთ კარგი შედეგი, ერთ მუშტად შეკრული გუნდი, ნაკლები ტრავმა და მეტი გოლი მოწინააღმდეგის კარში. ვისურვოთ, რომ ჩვენი ნაკრები თამაშობდეს სტაბილურად, რადგან თუ არ მოვა სტაბილურობა, არც წარმატება დაგვენახება.

ჩვენ აღარ ვართ ისე პესიმისტურად განწყობილები, როგორც ადრე ვიყავით. ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც ახლა შედის ოპტიმალურ საფეხბურთო ასაკში და რომელმაც უკვე ბევრი გამოიარა, თუნდაც საქართველოს ნაკრებში.

მათ უკვე იციან, რომ როცა საქმე ნაკრებს ეხება, უნდა დაუჯერო მწვრთნელს, თუნდაც არ მოგწონდეს. უნდა მოითმინო რაღაც თუნდაც იმისთვის, რომ შენ საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვის პატივი გერგო.

ფეხბურთის თამაში კი, ასე თუ ისე, ვიცით. ჯერ შედეგი არ არის, მაგრამ ხარისხს არა უშავს. ეგაა, პირველ ნომრად თამაში დაგვავიწყდა იმ ავადსახსენებელი წლების გამო და ტრადიციულად, ჯერ ვერც უეჭველ მოსაგებს ვიგებთ.

საქართველოს ჩემპიონატი

ბევრი მიიჩნევს, რომ ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი არ ნიშნავს ძლიერ ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ მე სხვანაირად მგონია: სანამ ნაკრების ნახევარი თუ არა, მეოთხედი მაინც საქართველოს ჩემპიონატიდან არ იქნება, მანამდე ძალიან რთულია რაიმე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი.

რთულია, რადგან მხოლოდ ლეგიონერების იმედად მყოფი საქართველოს ნაკრები პირადად მე უფესვო ხეს მომაგონებს, რომელსაც რაც უნდა წყალი ასხა, არ გაიხარებს, რადგან მშობლიურ, ნოყიერ მიწაში აქვს ფესვები გადგმული.

ახლა კი ასეა: ბოშათა ბანაკის არ იყოს, ისეთი მონდომებით გარბიან საქართველოდან ფეხბურთელები, რომ პირდაპირ გაგიკვირდება კაცს...

ვარსკვლავები

რამდენი ხანია, ქართული ფეხბურთი ნაღდი ვარსკვლავის გამოჩენის მოლოდინშია. ვარსკვლავს მართლაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია დღევანდელ ქართულ ფეხბურთში - უკეთესობისკენ შეცვლა და იმ უიმედო ფონის გაფანტვა, რომელიც დღეს დგას.

საქართველოს ნაკრები ჯერაც ვერაა ვარსკვლავური გაქანების გუნდი, მაგრამ იმის იმედი კი გვაქვს, რომ მომავალი წელი თუნდაც ერთ ვარსკვლავს მაინც გვაჩუქებს. თუ თორნიკე ოქრიაშვილი ხშირად გაიტანს ისეთ გოლებს, როგორიც ადრე გაჰქონდა, თუ ჯანო ანანიძე ისევე ითამაშებს ყველა თამაშს, როგორც გამორჩეულ თამაშებში ირჯებოდა, მაშინ ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავები გვეყოლება.

ძალიან, ძალიან გვჭირდება ასეთი ვარსკვლავები. თუნდაც იმიტომ გვჭირდება, რომ ხალხი სტადიონზე ნაღდი სანახაობისთვის მივიდეს და წვალებას არ უყუროს.

დღეს ტომები იწერება იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება ფეხბურთი კიდევ უფრო კოლექტიური თამაში და ჩვენ რა უფლება გვაქვს, ეს ტენდენცია უგულებელვყოთ. ეს ალბათ მართლაც ასეა, მაგრამ თუ გავამარტივებთ და ფეხბურთს შევხედავთ, როგორც უბრალოდ თამაშს, ერთხელაც მივხვდებით: ფეხბურთი გემრიელი მაშინ გამოდის, როცა მინდორზე ინდივიდები ბრწყინავენ. საქართველოში მაყურებელი ყოველთვის ვარსკვლავებს მიჰყავდა სტადიონზე. ქომაგი არც ახლა აკლია ეროვნულ ნაკრებს, მაგრამ კიდევ მეტი გვინდა.

ქართული ფეხბურთის ბოლო, ჭეშმარიტი სახალხო ვარსკვლავები, ჩემი აზრით, გიორგი ქინქალაძე, შოთა არველაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ. მალხაზ ასათიანი მე ძალიან დიდ ფეხბურთელად მიმაჩნია, მაგრამ, რიგი ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო, ის ამ "დაუწერელ წოდებას" ვერ შესწვდა - ალბათ, თავისი უზომოდ მორიდებული ბუნების და იმის გამოც, რომ მთელი კარიერის განმავლობაში გაურბოდა ჟურნალისტებს.

პროფესიონალიზმი

თუ რამ გვჭირდება, ალბათ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს. სპორტის სხვა სახეობებს არ გადავწვდები და, ქართულ ფეხბურთში პროფესიონალიზმის აშკარა დეფიციტია. დეფიციტია ხშირად იმდენად, რომ შენ, ვისაც ხშირად ასევე გაკლია ეს აუცილებელი ნიჭი, გრცხვენია.

არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. ჩვენ არ გვქონდა იმის ილუზია, რომ დადგებოდა თუ არა ახალი საფეხბურთო რეალობა საქართველოში, მეძავი იქცეოდა პატიოსნად და ჩვენს ფეხბურთში მოტრიალე ხალხი იმაზე გაცილებით პატიოსანი და სუფთა იქნებოდა, ვიდრე მანამ იყო.

ჯერჯერობით, დიდწილად აღლუმი მაინც იმ ხალხს მიჰყავს, აქამდე რომ მიჰყავდა და რატომღაც ისეთი ხალხიც მოგვიმრავლდა, ერთბაშად რამდენიმე საქმის ერთნაირად კარგად კეთება რომ ხელეწიფებათ...

განათლება

მწვრთნელი იქნება, ფეხბურთელი თუ ფეხბურთში მოღვაწე პიროვნება, მას ერთნაირად სჭირდება განათლება. ჩვენში ძალიან ბევრი მწვრთნელია, უცხო ენის სწავლა, გრანდების თამაშის ყურება და თუნდაც საქართველოს ნაკრების თამაშის ძირისძირამდე ჩაკირკიტება საკუთარ მოვალეობად რომ არ მიაჩნია.

მწვრთნელმა უცხო ენა რომ არ იცის, ცხოვრებაში თუნდაც ინგლისურად დაწერილი კონსპექტები რომ არ წაუკითხავს, როგორ მისცემს ის ფეხბურთელს, ვთქვათ, მატჩისწინა მითითებას?

"დავაი, ბიჭებო, თქვენი იმედი მაქ. ჯიგრით მივაწვეთ და სისხლი დამანახეთ მინდორზე" - აი, სულ ეს არის ბევრი ქართველი მწვრთნელის წინასამატჩო "უსტანოვკა". რა მეტოქის შესწავლა, რის ანალიზი - მთავარი ჯიგარია და ეს ჯიგარი მოგვაგებინებს. საქართველოში კმარა ეს ჯიგარი, ხშირად - კმარა. და საქართველოს გარეთ?

ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომლის განათლების დონეც, თუნდაც საფეხბურთო ამბავში, უკეთესის სურვილს ტოვებს. ქართულ ფეხბურთში მოტრიალე ხალხი კი... ყველაზე არ ვიტყვი და, ზოგიერთის ზოგადი განათლება სადღაც "წითელქუდასთან" რომ მთავრდება, ფაქტია.

დაბალია ჩვენი ბევრი ფეხბურთელის სუფთა საფეხბურთო ინტელექტიც.

შეიძლება, ეს ვინმეს ნაკლებად მნიშვნელოვნად მოეჩვენოს, მაგრამ მე ასე მგონია: მაღალი ინტელექტის მქონე ფეხბურთელი მინდორზე ერთიორად სახიფათოა. მეორეც: მან იცის, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა სწორად და არ დაუჯეროს იმ "კეთილის მსურველთა" ზღაპრებს, ასე რომ მომრავლდნენ ქართულ ფეხბურთში.

ინვესტორები

ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება ფულიანი ხალხი, რომელსაც უყვარს ქართული ფეხბურთი. კარგია სახელმწიფოს მილიონები, მაგრამ ეს მილიონები გაუთავებლად ვერ დაიხარჯება და სახელმწიფოს დახმარებასაც მხოლოდ ერთი აზრი და მიზანი უნდა ჰქონდეს: უნდა ჩამოყალიბდეს კერძო ინვესტორთა ჯგუფი ქართული კლუბებისთვის, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი გუნდები მაღალ მიზნებს დაისახავენ.

ძალიან, ძალიან სჭირდება ქართულ ფეხბურთს ასეთი ხალხი. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ფეხბურთის მომავალს გვარიანი კითხვის ნიშანი უზის. ბევრი უკვე გაიქცა და ბევრიც გაქცევაზეა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი დროში ვერ დაემთხვნენ ერთმანეთს.

ამ პრიზმაში შეგვიძლია განვიხილოთ "ზესტაფონის" საკითხი. თემა ძალიან რთულია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ რაღაც უნდა გადაწყვიტოს ამ ამბავში. ათ მილიონამდე ბიუჯეტი და ძალიან კარგი ადგილობრივი თუ უცხოელი კადრები - ეს არის ის, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ საკლუბო ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს. იმასაც ამბობენ, "ზესტაფონის" დაბრუნების შემთხვევაში გუნდში შეიძლება ისეთი ფეხბურთელებიც გამოერიონ, სხვადასხვა დროს უკრაინის ნაკრებსა და ევროტურნირებზე წარმატებით რომ უთამაშიათო...

მამლის ყივილი

მამლის ყივილი ხალხს აფხიზლებს. სწორედ ასეთი კაცის დეფიციტია ქართულ ფეხბურთში.

წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ იმ რეალობას, რომელიც არის. არადა, ეს დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და თუ გაგრძელდა, ქართულ ფეხბურთს დიდი დღე არ უწერია.

როგორ გვჭირდება ახლა ისეთი კაცი, რომელიც იყივლებს დროულად და მძლავრად, რათა გაფანტოს ის წყვდიადი, რომელიც ჩამოწოლილია ქართული ფეხბურთის ცარგვალზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• oto777

რას მოგვიტანს და ბუს კვეცხებს!სხვას რას ელოდება ვინმე???

• gia

ჯერჯერობით, დიდწილად აღლუმი მაინც იმ ხალხს მიჰყავს, აქამდე რომ მიჰყავდა და რატომღაც ისეთი ხალხიც მოგვიმრავლდა, ერთბაშად რამდენიმე საქმის ერთნაირად კარგად კეთება რომ ხელეწიფებათ...მალადეც ავტორ

• sakavrieli

Oჰ, რა ძვირი დაუდება ამათ ზესტაფონის მოტყვილება. აზრზე არ არიან ვინ გადაიკიდეს

• 1

ფედერაციამ შეცვალა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები და ყველგან სრული კრახი და ფიასკო განვიცადეთ. ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას?

• Irakli apkhaidze

ეგეთ კაცს ,,ფული" ჰქვია და ,,ინვესტიცია" არის გვარად :)))... მეგრელი გამოვიდა უნებლიედ :))))

• ვეტერანი

რამდენჯერ დავწერე რაზე ოცნებობთ გააგებიეთ ხალხს მეთქი, იმდენჯერ ვერაფერს მივაღწიე. საკუთარი ოცნებების ასრულების დამთავრებას არავინ აპირებს. სპორტის სამინისტრო და სფფ-ს შენობები ერთმანეთთან ახლოსაა და საზიაროდ ერთი მამალიც ეყოფათ მისთვის ყივილის სასწავლებლად. თუ რა თქმა უნდა საკენკი არ დაენანათ. რა დავაშავეთ ასეთი, ერთში ფუტბოლის გაგებაში არაა არავინ, მეორეში სპორტში.

• paata

ჩინჩლავს

• giga

თურმე რატო არ გვეშველა ამდენი ხანი. მამლის წელს ვუცდიდით თურმე DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

• Temo

ეს სტატია ძალიან ჰგავს მიამიტი ადამიანების ზოგად ლაპარაკს და უაზრო ოცნებებს. თავადვე ამბობთ, რომ ბევრი უპატიოსნო და არაპროფესიონალი "სპეციალისტი" გვიზის საფეხბურთო სისტემაში. ეგენი რა, ჯადოსნური ჯოხის ერთი გაქნევით გაქრებიან 2017-ში? თუ გგონიათ, რომ "სისხლიანი 9 წლის" გასვლის მერე ყველაფერი თავად მოგვარდება, რადგანაც ფედერაციას სათავეში უკვე "კარგი ბიჭები" უდგანან? ერთი მანახეთ კობიაშვილის მიერ გაკეთებული სერიოზული საქმე ამ 2 წლის განმავლობაში, თუნდაც გარიგებული თამაშების, ან არაპროფესიონალების საწინააღმდეგოდ გაკეთებული? მარტო უაზრო ფაფხურს და პაკაზუხობას თუ თვლით საქმის კეთებად, "ყოჩაღ" მაშინ!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

"არსენალს" მისი დამატება სურდა, მალხაზის წინაშე დამნაშავე ვარ" - მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი პრეზიდენტი დეტალებზე საუბრობს

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

არ გამოტოვოთ "ლელო week"-ის მე-4 ნომერი [+ ნოვაკ ჯოკოვიჩის პოსტერი]

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

ასათიანი "ლოკომოტივის" XXI საუკუნის 10 საუკეთესო ტრანსფერში

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

სიჩიოვი: ქართულ რესტორანში დანახარჯს ყოველთვის ასათიანი იხდიდა - ჯანაშია დიეტურ მაგიდაზე მწვანილს მიირთმევდა

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

მალხაზ ასათიანი: ამერიკელებმა ბევრი საზიზღრობა ჩაიდინეს - ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...