იანვარში სტარტს აიღებს ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი - პროლიგა, რომელშიც ამჯერად სამი ქართველი გამოვა
იანვარში სტარტს აიღებს ახალი, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულარული ინდოეთის საკლუბო ჩემპიონატი - პროლიგა, რომელშიც ამჯერად სამი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ელიზბარ ოდიკაძე (97).

თუმცა ვრცელდება ინფორმაცია და საკმაოდ სანდო წყაროებიდან, რომ დავით ტლაშაძეც (70) მიიწვიეს. ამის შესახებ ოფიციალურად არაფერს წერენ, მაგრამ გამორიცხული არც ეს ვარიანტია. ასე იმ შემთხვევაში ხდება, როცა რომელიმე მონაწილე უარს ამბობს ჭიდაობაზე, როგორც შარშან ჩვენმა მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა გააკეთა - აუქციონზე კი იყიდეს, მაგრამ ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად თავად იუარა იქ წასვლა.

ინდოელებმა წლევანდელ აუქციონზე 70 კილოგრამში ორი მონაწილე იყიდეს - რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგომედ ყურბანალიევი და უზბეკი ბეხზოდ აბდურახმანოვი. ყურბანალიევი რომ უარს არ ამბობს და ნამდვილად მიდის ინდოეთში, ამას დაღესტნური სპორტულ-საჭიდაო საიტი - wrestdag.ru ადასტურებს. ეს საიტი საგანგებო წერილს უძღვნის ამ ფაქტს და აღნიშნავს, რომ ინდოეთის ლიგაში მათი ორი ფალავანი იჭიდავებს - ყურბანალიევი და კიდევ ერთი მსოფლიოს ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი (97). ეს საკმაოდ ავტორიტეტული და სანდო საიტია, ანუ შეგვიძლია ვენდოთ. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ უზბეკმა იუარა იქ წასვლა და ამ შემთხვევაში მართლაც დასაშვებია, სათადარიგოებიდან ტლაშაძე მიეწვიათ.

შეგახსენებთ, რომ ამ ლიგის პირველი გათამაშება შარშან გაიმართა და მაშინაც მასში სამი ჩვენებური ჭიდაობდა - ხინჩეგაშვილი, ოდიკაძე და გიორგი საკანდელიძე (125).

ახალმა საკლუბო ტურნირმა იმთავითვე დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ინდოელებმა დიდი გამჭრიახობა და კარგი მარკეტინგული უნარი გამოავლინეს - დიდი ჰონორარები, ორგანიზაციის ძალიან მაღალი დონე და შოუს ელემენტები პროლიგის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ ყველაფერი ზუსტად ისე ხდებოდა, როგორც წამყვან ამერიკულ შოუებში - ყველა მონაწილე საჭიდაოდ სპეციალური განათების თანხლებით გადიოდა, ხოლო ფინალური ეტაპი სულაც გრანდიოზულ წარმოდგენად აქციეს. ოღონდ ეგაა, კლუბები მონაწილეებს აუქციონის წესით იძენენ და იქ მოხვედრა ყველას არ შეუძლია.

პროლიგა წლეულსაც იმავე პრინციპით გაიმართება, ანუ ისევ ექვსი კლუბი იქნება, რომლებიც კვლავაც აუქციონით არჩევენ მოჭიდავეებს. ლიგაში ისევ 24 ლეგიონერი იჭიდავებს - 24 ქალი და ამდენივე ვაჟი, კლუბებში კი კვლავაც რვა-რვა წონითი კატეგორიაა, რომლებიც, ლეგიონერებისა არ იყოს, ქალებსა და ვაჟებს შორის თანაბრადაა განაწილებული.

კლუბები ერთმანეთში წრიული სისტემით იჭიდავებენ, პრინციპით - "კედელი-კედელზე", ოთხი საუკეთესო კი ფინალურ ბლოკში გააგრძელებს ასპარეზობას.

ორგანიზატორებს კი სურთ, კლუბების რიცხვი რვამდე გაზარდონ, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი ჯერჯერობით ამ ამბიციური გეგმის განხორციელებას აფერხებს.

თუმცა ერთი პერიოდი საერთოდ ამ ლიგის გამართვა დადგა დღის წესრიგში - ჭიდაობის გაერთიანებულმა მსოფლიოს ფედერაციამ მკაცრად დაუქნია თითი ეროვნულ ფედერაციებს და დიდი ფინანსური სანქციებით დაემუქრა, თუ მათი სპორტსმენები ამ გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. როგორც კულუარულად ამბობენ, ამის მიზეზი ფინანსური უთანხმოება იყო - მსოფლიოს ფედერაცია დიდ გადასახადს სთხოვდა ინდოეთის ფედერაციას, რომელიც ამაზე უარს იყოო.

კიდევ ვიმეორებთ - ეს კულუარული ხმებია, თუმცა მსოფლიოს ფედერაციის მადას თუ გავიხსენებთ, სულაც არაა გამორიცხული, ფულის სუნი მართლაც იყნოსეს. ერთი სიტყვით, საკმაოდ სარწმუნო ვერსია ჩანს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ საბოლოოდ გაუგებრობა აღმოიფხვრა და უცხოელებს დართეს ინდოეთში ჭიდაობის ნება.

ინდურ ლიგაში ორგანიზატორებმა ამჯერადაც დაასახელეს კანდიდატები, რის შემდეგაც აუქციონი გაიმართა და გამოვლინდა 24 უცხოელი მონაწილე. ჩვენდა საამაყოდ, მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული ხინჩეგაშვილი აღმოჩნდა, ვინც 70 580 დოლარად შეისყიდეს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ჰონორარი პირდაპირაა დამოკიდებული მოჭიდავის სასტარტო ღირებულებაზე. თუმცა ამ თანხის 20 პროცენტი საგადასახადოს მიაქვს, 10 პროცენტი კი მენეჯერებს მიაქვთ.

ხინჩეგაშვილის ასე ძვირად დაფასება ჩვენთვის საამაყო იმიტომაცაა, რომ ლიგაში სხვა ტიტულოვანი ათლეტებიც გამოდიან: აზერბაიჯანელთა ოლიმპიური ჩემპიონი ტოგრულ ასკაროვი (65), იგივე გადისოვი, ყურბანალიევი და სხვები.

დანარჩენი ჩვენებურებიდან ოდიკაძის ფასი 37 500 დოლარია, მაქარაშვილი კი 14 705-ად შეიძინეს.

24 ლეგიონერიდან ხინჩეგაშვილის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებული სწორედ ყურბანალიევია - 69 117 დოლარი, მესამე - აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ჯაბრაილ ჰასანოვი (74) - 63 235. მას თანაგუნდელი ასკაროვი მოსდევს - 51 470 დოლარი, ოდიკაძე კი მეხუთეა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, გადისოვის ფასი მხოლოდ 29 411 დოლარია.

პროლიგის გათამაშება 12-19 იანვარს დელიში გაიმართება.

ხინჩეგაშვილი გუშინ, გამთენიისას გერმანიაში გაფრინდა, სადაც 30 დეკემბერს იქაურ ბუნდესლიგაში ნახევარფინალის განმეორებით შეხვდრაში, საშინაო შეხვედრაში თავის კლუბ "აალენს" დაეხმარება "ისპრინგენის" წინააღმდეგ, ნაახალწლევს კი გერმანიიდან გადაფრინდება ინდოეთში. გერმანიაში მასთან ერთად ბექა ბუჯიაშვილიც (57) გაემგზავრა, ვინც ხინჩეგაშვილს სპარინგ-პარტნიორობას გაუწევს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა [VIDEO]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ირაკლი მწითურმა ვერცხლის, ნიკა კენჭაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - ბექა ბუჯიაშვილი ფინალში გავიდა
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
ბექა ბუჯიაშვილმა ბულგარეთის ტურნირზე ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უკრაინაში 9 მედალი მოიპოვეს
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
[VIDEO] ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ევროპის ჩემპიონატი. IV დღის ანონსი: ტლაშაძისა და პეტრიაშვილის ძნელი ბადეები
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის აგრძელებს
ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...