29 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
29 დეკემბერს სასტუმრო "რუმს თბილისში" ხალხმრავლობა იყო - ფეხბურთის ფედერაციამ ვეტერანები და მოქმედი ფეხბურთელები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, GFF AWARDS 2016-ზე მიიწვია...

იხილეთ ფოტოგალერეა

წლის რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობდნენ უმაღლესი და პირველი ლიგების, აგრეთვე, ფუტსალისა და გოგონათა კლუბების, პლუს, კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები.

მანამდე, სპეციალური პრიზები გადასცეს 2015-16 წლებისა და გარდამავალი ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებს - გიორგი ქვილითაიასა (თბილისის "დინამო", 24 გოლი) და ბუდუ ზივზივაძეს ("სამტრედია", 13 გოლი), ქალთა ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირ ნინო ჭუჭულაშვილს ("ივერია", 16 გოლი), ხოლო 2016 წლის საუკეთესო გოლის ავტორად მეორე ლიგის "შევარდენი 1906"-ის ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე გამოცხადდა.

ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა წევრმა საფეხბურთო საზოგადოება 2 დეკემბერს, მეორე ლიგის ბოლო ტურში, "ავაზასთან" გატანილი ულამაზესი "მაკრატელათი" აალაპარაკა და უმაღლესი ლიგისა და ეროვნული ნაკრების წევრთა გოლებიც კი დაჩრდილა.

- ნიკა მაისურაძემ საქართველოს მეორე ლიგაში ულამაზესი მაკრატელა გაიტანა [VIDEO]

სფფ-ის ინიციატივით, საპატიო ჯილდოები იმ ადამიანებსაც გადაეცათ, რომლებმაც ფეხბურთის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასე დააფასეს თბილისიდან ამბროლაურში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის სამუშაოდ ჩასული ბექა ოშხერელი, რომელიც რაჭის მაღალმთიან რეგიონში ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებას ცდილობდა.

დაარსდა სპეციალური ჯილდო - "ფეხბურთი ყველას", რომლითაც დაჯილდოვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის - "ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის" - ხელმძღვანელი ნიკა კაპანაძე და ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "უორიორზის" წარმომადგენელი გიორგი ციხისელი.

სპეციალური ჯილდო ონის სპორტსკოლის დირექტორს, ერმილე ჩიტალაძესა და ცაგერში ბავშვთა საფეხბურთო კლუბ "ხვამლის" წარმომადგენელ პორფილე კოპალიანსაც ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის გადაეცათ.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა და გაიხსენა, რომ წლეულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია "კოკა-კოლას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კი მის პრეზიდენტ თემურ ჭყონიას სპეციალური ჯილდო გადაეცა.

საუკეთესო ახალგაზრდა

ამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ თბილისისდინამოელი ოთარ კიტეიშვილი, "საბურთალოს" კაპიტანი

გიორგი ხარაიშვილი და ტარაგონას "ხიმნასტიკისა" და ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე. საუკეთესოს პრიზი კიტეიშვილს ერგო.

საინტერესოა, რომ 20 წლის ნახევარცველმა პრიზი გასული წლის დაჯილდოებაზეც ჩაიბარა.

საუკეთესო მწვრთნელი

ამ ნომინაციაში მონაწილეობდნენ "სამტრედიის", "ჩიხურასა" და "ტორპედოს" დამრიგებლები - გია ცეცაძე, სოსო ფრუიძე და კახა ჩხეტიანი.

პრიზი დამსახურებულად გადაეცა 42 წლის ცეცაძეს, რომელმაც 1936 წელს დაარსებული "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონობამდე აღაზევა.

საუკეთესო ფეხბურთელი

გამოკითხვის მონაწილეებს 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის უპირველესი მოთამაშე სამ ფეხბურთელს შორის უნდა აერჩიათ: ორი მათგანი ჩემპიონის, "სამტრედიის" ლიდერი იყო - ბუდუ ზივზივაძე და ბაჩანა არაბული, აგრეთვე, ბათუმის "დინამოს" კაპიტანი თემურ შონია.

საბოლოოდ, ზივზივაძემ, ბომბარდირობასთან ერთად, საუკეთესო ფეხბურთელის პრიზიც დამსახურებულად მოიპოვა.

საუკეთესო მსაჯი

ამ ნომინაციაზე ფიფას არბიტრები წარადგინეს - გიორგი ვადაჭკორია, ლაშა სილაგავა და გოგა კიკაჩეიშვილი. გამოკითხულებმა პირველობა ვადაჭკორიას არგუნეს.

უკონკურენტო კუპატაძე

ამ ნომინაციაში ზვიად კუპატაძეს კონკურენტი არ ჰყავდა. 37 წლის მეკარე "იუგრას" შემადგენლობაში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, რუსული გუნდის კაპიტანია და, რაც მთავარია, ეროვნულ ნაკრებს 13-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სლოვაკეთთან საკონტროლო შეხვედრებში გასაოცარი თამაშიც აჩვენა.

ქალთა ჩემპიონატის საუკეთესო

2016 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალ ფეხბურთელთა სამეულში ლანა გორგაძე, ნინო ჭუჭულაშვილი, ქრისტინე შახკულიანი და ელენე რაუხი დასახელდნენ, გამარჯვებული კი გორგაძე გახდა.

წლის საუკეთესო ქალებში

2016 წლის საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ყაზახეთში მოთამაშე გულნარა გაბელია გახდა, რომელმაც ტატა მატვეევა და ნინო სუთიძე ჩამოიტოვა.

საქართველოს წლის ფეხბურთელი

გამოკითხულებს 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა ეროვნული ნაკრების ლიდერებს შორის მოუხდათ. ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა - "კრასნოდარის" შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა წლეულს თავი ყველაზე მეტად გამოიჩინა.

მის გარდა, ნომინაციაში მოხვდნენ "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და ბორისოვის ბატე-ს საყრდენი ვაკო გვილია, რომელიც წლის ნამდვილი აღმოჩენა გახდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოკირებული გულშემატკივარი
ვინმემ შემახსენეთ, წელს ევროტურნირებში ამ მწვრთნელებმა თავი რით გამოიჩინეს:)))
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ქართველმა ქალმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში "ვერონას" 2 გოლი გაუტანა [VIDEO]
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
თორნიკე ოქრიაშვილი: ამ ბედნიერებას ვერ გადმოვცემ, ეს უნდა შეიგრძნო!
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ზედიზედ მეორედ - ოთარ კიტეიშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
მატჩის დღე! ავთანდილ ასათიანი: ბოსნიასთან მატჩისთვის გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [VIDEO]
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
გულნარა გაბელიამ "ბარსელონას" დუბლი შეუსრულა
თორნიკე ოქრიაშვილი: ზუსტად ვიცი, რომ საამისოდ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომო
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
გულნარა გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაში "ვერონასთან" კუთხურიდან ჩაახვია [VIDEO]
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
დღეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდება
თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
ცეცაძე ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია, ზივზივაძე - საუკეთესო ფეხბურთელი
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
GFF AWARDS 2016: სფფ-მ საუკეთესოები გამოავლინა
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?