"ჩელსისთან" გამოტოვებულ შეხვედრაში იუნაიტედელი რაიან გიგზი "20 წლის გახდა", უფრო სწორად ამდენი ხანი გავიდა მისი მანჩესტერული დებიუტიდან

"ჩელსისთან" გამოტოვებულ შეხვედრაში იუნაიტედელი რაიან გიგზი "20 წლის გახდა", უფრო სწორად ამდენი ხანი გავიდა მისი მანჩესტერული დებიუტიდან. გუშინწინდელი შეხვედრაც "ჩელსისთან" ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც სულ პირველი "ევერტონთან" - მარცხით. უელსელ ლეგენდას ზურგს უკვე 863 შეხვედრა უმაგრებს ალისფერი მაისურით. ეს 20 წელიწადი არის სრულყოფილებისა და გამარჯვებებისკენ სწრაფვის ეპოქა.

ჟოზე მოურინიომ გიგზს ორიგინალური კომპლიმენტი უძღვნა და მას "პროფესიონალი მედლებში" უწოდა. მართლაც, 1991 წლის შემდეგ რაიანმა ინგლისის ჩემპიონის ტიტული 8-ჯერ მოიპოვა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ, რისი წყალობითაც ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი შეიქნა. სერ ალექს ფერგიუსონმა მას პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე უწოდა, ხოლო "მანიუს" ფანობამ მას ისეთი ტიტული უბოძა, რომელზე მეტსაც ფეხბურთელი ვერასოდეს მიიღებს. ინტერნეტგამოკითხვამ გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელად დაასახელა. უელსელი ჭეშმარიტი ვარსკვლავია და ამის გაგონებაზე დაიმორცხვა, არ მჯერა, რომ გულშემატკივრებმა ჯორჯ ბესტსა და ბობი ჩარლტონზე წინ დამაყენესო. "ევერტონის" კაპიტანმა, ექსიუნაიტედელმა ფილ ნევილმა ბრძანა: "ის ჩემი გმირია. ვიცი, რომ "მანიუს" ისტორიაში ბევრი დიდი ფეხბურთელი იყო, მაგრამ სწორედ გიგზმა შეძლო ყველაფერის მოგება და ამიტომაც ვაყენებ მას ყველაზე მაღლა. ის ალბათ ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელების სიაშიც შედის."

ხანგრძლივმა და სტაბილურმა კარიერამ რასაკვირველია ხელი შეუწყო მას, რათა ჯორჯ ბესტი, ერიკ კანტონა და კრიშტიანო რონალდო ჩამოეტოვებინა, რომელთა სახელები თავის დროზე უფრო ხმამაღლა ქუხდა "ოლდ ტრეფორდზე" ვიდრე უელსელი ჯადოქრისა, მაგრამ მათი სახელები შედარებით ცოტა ხანს იყო "ოლდ ტრეფორდის" ცის კაბადონზე. "ჩვენ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ, - განუცხადა პრესას ერიკ კანტონამ. – როდესაც რამე საქმეს ვკიდებ ხელს, ის ძალიან სწრაფად მიყვარდება, მალევე მბეზრდება კიდეც. გამიმართლა, რომ ასეთი სიყვარული ცხოვრებაში ბევრი მქონდა. ის, რომ ერთი საყვარელი საქმის შემდეგ ხელი მეორისთვის მომეკიდა, ამის პრობლემა არასოდეს მქონია. ამის მიუხედავად ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი რაიანის ტიპის ადამიანებით. ის ხომ ფეხბურთს დღემდე ვნებით თამაშობს. კიდევ ვიმეორებ, აღფრთოვანებული ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ჩემგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია. ასეთივეა პაოლო მალდინიც."

მალდინი პროფესიონალიზმის ის მოდელია, რომელმაც ორ ათეულ წელიწადს გაუძლო და ვისი შედარებაც შეიძლება გიგზთან. ამ დროს ალბათ არავის გაახსენდება, რომ მილანელს მსოფლიოს 4 ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები, ხოლო უელსელს არასოდეს უასპარეზია დიდ სანაკრებო ტურნირებზე. მას შეეძლო თავის დროზე არჩევანი ინგლისზე გაეკეთებინა და ბრაიან რობსონი (მისი ბავშვობის კერპი) მას ამისკენ მოუწოდებდა კიდეც, მაგრამ კარდიფში დაბადებული ბიჭის სული და გული უელსისთვის ფეთქავდა. გიგზს არჩევანი მისმა რამდენიმე თანამემამულემაც არ მოუწონა. ისე მართლა საინტერესოა, რა მოხდებოდა მას ინგლისელთა სახელით რომ ეთამაშა. "მას ისევე ეამაყებოდა თავისი ვალიური ფესვების, როგორც მე, - განუცხადა ჟურნალისტებს კლეიტონ ბლექმორმა, უელსის ნაკრებში მისმა ყოფილმა პარტნიორმა. - მაგრამ მას ინგლისელთა სახელით რომ ეთამაშა, ალბათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებდნენ. აღნიშნულ საკითხზე თავად ლეგენდარულ ფეხბურთელს კომენტარი უამრავჯერ აქვს გაკეთებული, სადაც სულ ერთსა და იმავეს აცხადებს, რომ კარიერის ადრეულ ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ ნანობს.

რაიან ჯოზეფ გიგზი

დაიბადა კარდიფის გარეუბან კანტონში

37 წლის; 180 სმ.

მანჩესტერ იუნაიტედშია 1990/01 წლების სეზონიდან

პრემიერლიგაში - 606 თამაში, 110 გოლი

უელსის ნაკრებში: 64 თამაში, 12 გოლი

ტიტულები

ბრიტანიის იმპერიის ორდენოსანი

პრემიერლიგის 11-გზის გამარჯვებული

ინგლისის ასოციაციის თასი: 4

ლიგის თასი: 4

ქომუნითი შილდი: 8

ჩემპიონთა ლიგა: 2

უეფას სუპერთასი: 1

საკონტინენტთაშორისო თასი: 1

ფიფას საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი: 1

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა