უმთავრესი გამოწვევები, რაც კი "ასტონ ვილას" მომავალში ელის, ეს ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება და ამასთან მინდორზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება იქნება

უმთავრესი გამოწვევები, რაც კი "ასტონ ვილას" მომავალში ელის, ეს ბიუჯეტის მკვეთრი შემცირება და ამასთან მინდორზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება იქნება, რადგან კლუბის ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტორული შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2010 წლის 31 მაისისთვის საბიუჯეტო დეფიციტი 37 მილიონი ფუნტი იყო. ბიუჯეტის შესამცირებლად კლუბს რომელიმე (უარეს შემთხვევაში რამდენიმე) წამყვან ფეხბურთელთან გამოთხოვება კიდევ მოუწევს მოუწევს. გამაოგნებელია, რომ თურმე "ვილას" საერთო ბიუჯეტის 88% ფეხბურთელების ხელფასებზე იხარჯება, მაშინ როცა ნორმალურ შემთხვევაში ეს ციფრი შეიძლება 50-დან 60-მდე მერყეობდეს.

ყველაფრის მიუხედავად "ვილა პარკზე" პანიკას არავინ მისცემია. კლუბის ოფიციოზს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი მალე შეძლებენ უეფას მიერ დადგენილი ფინანსური რეგლამენტის დაცვას, რომელიც კლუბს ავალდებულებს საკუთარი შემოსავლების იმედად იარსებოს და ნაკლებად იყოს დამოკიდებული კლუბის მეპატრონის ნება-სურვილზე. იქამდე, ვიდრე უეფა ამ წესს შემოიღებდა, "ასტონ ვილას" მმართველი დირექტორები სწორედ ანალოგიურის მიღწევისკენ ილტვოდნენ. მართალია, კლუბის ამერიკელი მესაკუთრის რენდი ლერნერის ფინანსური ინიექციები მაინც ყოველწლიურად საჭირო ხდებოდა, მაგრამ მათი მხრიდან მცდელობას კი ნამდვილად ჰქონდა ადგილი.

ბუნებრივია, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ ყველაფერი იცოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მან ბირმინგემელთა წინადადებაზე თანხმობა განაცხადა. სწორედ მრავალჭირნახული ფრანგი მწვრთნელის დახმარებით სურს კლუბის მენეჯმენტს იმ ფეხბურთელების გამოვლენა, რომელთა ხელფასსა და მათ მიერ გუნდისთვის მოტანილ ეფექტს შორის თვალში საცემი დისბალანსია. იანვარში კლუბმა საამისოდ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა, როცა ჯონ კარეუ, სტივ სიდუელი, სტივენ აირლენდი და კერტის დევისი გაუშვა, მათ ადგილას კი დარენ ბენტი, ჟან მაკუნი და მაიკლ ბრედლი მიიყვანა.

ფელაინისთვის სეზონი დასრულებულია

"ევერტონის" ბელგიელმა საყრდენმა ნახევარმცველმა მარუან ფელაინიმ ფეხის ტერფის მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს სეზონის ბოლომდე დააკლდება. აღნიშნული დაზიანება ფეხბურთელმა "სანდერლენდთან" შეხვედრაში (2:0 "ევერტონის" სასარგებლო) მიიღო. ფელაინი ორშაბათს "რედინგთან" სათასო შეხვედრაში არ გამოჩენილა, რის გამოც მატჩის შემდეგ დევიდ მოიესს ჟურნალისტებთან ახსნა-განმარტების მიცემა მოუხდა. შოტლანდიელმაც ყველაფერი გულწრფელად განაცხადა. ეს უკვე ზედიზედ მეორე სეზონია, რომელსაც ფელაინი ტერფის ტრავმის გამო ნაადრევად ასრულებს.

თასიდან გამოვარდნის შემდეგ ლივერპულელებს ისღა დარჩენიათ, მთელი ყურადღება პრემიერლიგისკენ მიმართონ, სადაც ისინი ამჟამად მე-11 ადგილს იკავებენ და საიდანაც მათ გასავარდნ ზონას სულ რაღაც 5 ქულა აშორებთ.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა