<p>სისოკო მძიმედ დაშავდა <br></p><p>ისედაც კრიზისში მყოფ "იუვენტუსს" ტრავმები მოეძალა და კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოჰამედ სისოკომ საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და საფრანგეთში გაემგზავრა ოპერაციის გასაკეთებლად. ექიმების ვარაუდით, საყრდენი ნახევარმცველი მინიმუმ სამ თვეს დაისვენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი უკვე დასრულებულია. აქვე ვთქვათ, რომ ამ დღეებში "იუვენტუსის" კიდევ ორი ფეხბურთელი დაშავდა: ფაბიო გროსომ ფეხის კუნთი დაიჭიმა და ათი დღით იუქმებს, ჰასან სალიჰამიჯიჩმა კი მუხლის ტრავმა გაირთულა და მინიმუმ ორი კვირა ლაზარეთში იქნება. გროსო და სალიჰამიჯიჩი იქით იყოს და სისოკოს მძიმე ტრავმა მართლაც სერიოზული პრობლემაა. ლუიჯი დელ ნერი მხოლოდ ორი ცენტრალური ნახევარმცველის ამარა დარჩა, ერთი ალბერტო აკვილანი გახლავთ, მეორე კი ფელიპე მელო. ერთ-ერთს რომ რამე დაემართოს, "იუვეს" მწვრთნელი მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. არადა, სენიორ ლუიჯი მუდმივად კლასიკური 4-4-2 ტაქტიკით ათამაშებს გუნდს და შუახაზელები ჰაერივით სჭირდება.</p><p>"იუვენტუსთან" დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. "ტუტოსპორტის" მტკიცებით, ტურინელებმა ინგლისის პრემიერლიგას გახდეს და ორ ფეხბურთელს დაადგეს თვალი. საუბარია "არსენალის" ბრაზილიელ ნახევარმცველ დენილსონსა და "ევერტონის" განაპირა მცველ ბეინსზე. უფრო დიდი ყურადღება მაინც "მეთოფეთა" 23 წლის ფეხბურთელს ეთმობა, რომელმაც ვერ დაიმკვიდრა ადგილი "არსენალის" ძირითად შემადგენლობაში და დიდი სურვილი აქვს, რომ გარემო გამოიცვალოს. არ არის გამორიცხული, ამ ტრანსფერში ფელიპე მელოც ჩაერთოს, რომლის დიდი მოტრფიალეც არსენ ვენგერი ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, უკვე ლონდონელებს მოუწევთ ჯუბეზე ხელის გაკვრა, რადგან რაც არ უნდა იყოს, მელო ბრაზილიის ერროვნული ნაკრების ფეხბურთელია და სახელიც მსოფლიოს მასშტაბით აქვს გაგდებული. ვნახოთ, უახლოეს დღეებში შეიძლება ახალი დეტალები გამოიკვეთოს.</p>
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა