შეიძლება დამთხვევა იყო, შეიძლება ბედი...
სადაც ორი ქართველია, იმ გუნდს საქმე კარგად არ ექნებაო - არის ასეთი მოსაზრებაც. თუმცა ეს კალათბურთს არ ეხება: ვატო ნაცვლიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის "დიჟონი" ფიბა-ს თასის ფინალში გავიდა და მანუჩარ მარკოიშვილის "მიტელდოიჩერთან" დამარცხდა; გიორგი შერმადინი და ვლადიმერ ბოისა 2011 წელს სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდნენ და გუნდი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ პირველად გავიდა ტოპ-16-ში; შერმადინისა და მანუჩარ მარკოიშვილის დროს იტალიური "კანტუც" ევროპაში გამორჩეული გუნდი იყო; ხოლო სანიკიძისა და შერმადინის "სარაგოსამ" ორიოდე წლის წინათ პლეი ოფშიც ითამაშა და სამეფო თასზეც...

ბევრი არ ელოდა, მაგრამ წლევანდელი "ანდორაც" ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდია. საპლეიოფო ზონაშია და თუ ასე განაგრძო, სამეფო თასის საგზურსაც მოიპოვებს.

რაც მთავარია, ლიდერებად ქართველები გვევლინებიან.

თოვლი, კურორტი, ოღონდ თხილამურები არა

დავიწყოთ ეტიმოლოგიით: ძველი ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი ანდოსინებს (ანდორელებს) წინარერომაულ იბერიულ ტომად ასახელებს. ისინი, თურმე, კართაგენელებს დიდხანს მედგრად ებრძოდნენ. დღეს ანდორა ესპანეთსა და საფრანგეთს შორის 468 კვ. კმ-ზე "გადაჭიმულა". იქ 85 ათასი ადამიანი ცხოვრობს. დედაქალაქი ანდორა ლა ველა ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ევროპული დედაქალაქია (1.023 მეტრი).

- ანდორა საკურორტო ქალაქია, სუფთა ჰაერით... ზამთრის სეზონში მას სათხილამუროდ ბევრი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, ჩვენს კონტრაქტში არის ერთი პუნქტი, რომლის მიხედვით გვეკრძალება თხილამურებზე დგომა, ველოსიპედითა და მოტოციკლით სიარული. ეს გასაგებიცაა, კლუბის ხელმძღვანელობა ყოველ მხრივ ცდილობს, კალათბურთელები ტრავმიან სპორტს მოარიდოს, - მოგვითხრობს ბექა ბურჯანაძე.

ერთი ვერსიით, ანდორის სახელწოდება ბასკური სიტყვა "ანდიადან" მოდის, რომელიც "დიდს", "გიგანტურს" ნიშნავს. ცოტა უცნაური კი არის, ჯუჯა ქვეყანას რატომ უწოდეს ბასკებმა ასეთი სახელი, თუმცა... ანდორაში Big G ცხოვრობს. სწორედ ასე მოიხსენიებენ ადგილობრივი ჟურნალისტები ქართველ კალათბურთელ გიორგი შერმადინს.

შერმადინი: საზღვრებს ვინ გააფართოებს?

Big - "დიდს" ნიშნავს. G - როგორც მიხვდით, გიორგის უნდა აღნიშნავდეს. ინფორმაცია არ გვაქვს, 85 ათას ანდორელს შორის ყველაზე მაღალი რა სიმაღლისაა, მაგრამ დიდია ალბათობა, ანდორაში მცხოვრებთაგან ყველაზე ტანმაღალი სწორედ შერმადინი იყოს.

ჯუჯა ქვეყანაში ჩასულს პირველივე ინტერვიუში ვკითხე: 216 სმ სიმაღლის კაცი ანდორაში როგორ ეტევი-მეთქი. მიპასუხა:

- სხვა რა გზაა? ჩემ გამო საზღვრებს არავინ გააფართოებს. ისე, ანდორა მართლაც პატარა დასახლებაა, ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზეა. ბაკურიანივითაა. შესანიშნავი ადგილია სპორტსმენისთვის. ბარსელონიდან 200-250 კილომეტრშია, აქაურები პატარა შვეიცარიას უწოდებენ.

გიორგის კარიერას თუ თვალს გადავავლებთ, თბილისის "მაქაბიდან" "პანათინაიკოსში" გადასვლის შემდეგ თითქმის ყოველწლიურად იცვლის კლუბს. ზოგჯერ სულაც სეზონში ორჯერ. ამიტომ ცოტა მოულოდნელი იყო ამ ზაფხულს "ანდორასთან" ხელახალი კონტრაქტის გაფორმება. რატომ მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება და რატომ არ დაელოდა ევროლიგის გუნდს? საამისოდ ორი მიზეზი ჰქონდა.

პირველი:

- მეც და ოჯახსაც ძალიან მოგვწონს ანდორაში ცხოვრება. წყნარი დასახლებაა. დილაობით ბავშვები მიმყავს სკოლაში, შემდეგ ვარჯიში მეწყება, თავისუფალ დროს კი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლამაზად ვატარებ. მართალია, იყო სხვა წინადადებებიც, მაგრამ ნამდვილად არ მქონდა გარემოს გამოცვლის სურვილი. ამიტომაც გადავწყვიტე, კიდევ ერთი წელი "ანდორაში" გამეტარებინა.

მეორე მიზეზი:

- ანდორელთა რიგებში დარჩენის ერთი, მთავარი მიზეზთაგანი სუფთა სპორტული იყო. როდესაც გუნდში თავს კარგად გრძნობ, ლიდერის ფუნქცია გაქვს და ყველა პატივს გცემს, რატომ უნდა იფიქრო სხვაგან წასვლაზე?

ავიღოთ, თუნდაც იტალიური "კანტუს" მაგალითი - იმ გუნდში 2014-15 წლების სეზონში ვთამაშობდი, თითქმის მთლიანად ამერიკელი ინდივიდუალისტებით იყო დაკომპლექტებული. თამაშისას პასს აღარც ველოდი, ყველა თავისას ცდილობდა. ცენტრისთვის კი ძალიან რთულია, როცა გამთამაშებელს ბურთი მეფარემდე არ მიაქვს. ამიტომ შარშან, სეზონის დასრულებისთანავე ვიცოდი, რომ "კანტუში" აღარ დავბრუნდებოდი.

ჩავირიცხე "ანდორაში", სადაც მწვრთნელის მთავარი მითითება გუნდური თამაშია, ცენტრები საკმარისად ვიტვირთებოდით, სტატისტიკაც კარგი მქონდა.

აი, გიორგი შერმადინის საშუალო მონაგარი 2015-16 წლების სეზონში: 22 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა. იგი ზედიზედ 17 მატჩის განმავლობაში არ ჩამოსულა 10 ქულაზე ქვემოთ! იყო 29 და 27-ქულიანი მატჩებიც. შესაბამისად, ტურის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა და სიმბოლურ ნაკრებშიც ხშირად ხვდებოდა. სეზონის დასრულების შემდეგ იგი "ანდორას" გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად სეზონის საუკეთესო ანდორელად დაასახელეს.

ზოგმა შეიძლება არც იცის, რომელ ჩემპიონატში თამაშობს "ანდორა" და ამიტომ 29 ქულა და საუკეთესოობა სულაც არ მოეჩვენოს ეფექტურად. თუ ვიტყვით, რომ "ანდორა" ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს, შერმადინის მონაგარი მეტ ფასეულობას შეიძენს, ესპანელებს ხომ ევროპაში საუკეთესო ლიგა აქვთ, რომლისკენაც ბევრი მიისწრაფვის.

ბურჯანაძის ახალი სიმაღლე

მათ შორის, ბექა ბურჯანაძე, რომელიც მეტად დამაჯერებლად მიიწევდა ესპანეთის უმაღლესი ლიგისკენ. იგი საქართველოდან 15 წლისა წავიდა, ვარჯიშობდა "სევილიაში", მიაღწია უმაღლეს ლიგას, მაგრამ 18-19 წლის ახალგაზრდას სათამაშო დრო არ ჰქონდა. ამიტომ ესპანეთის მეორე, "ოქროს ლიგაში" გადასვლა გადაწყვიტა და...

- "კორუნიაში" აღვიდგინე სათამაშო პრაქტიკა, რომლის ნაკლებობას "სევილიაში" განვიცდიდი. 2015-16 წლების სეზონი ცუდად დავიწყეთ, ზედიზედ 7 მატჩი წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა შევთამაშდით და სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენად ვიქეცით.

მალე მოვახერხეთ პლეი ოფის ზონაში შესვლა, გადავლახეთ მეოთხედფინალი, ნახევარფინალში კი "ოქროს ლიგის" მომავალ ჩემპიონ "მელილასთან" ძალიან ცოტა დაგვაკლდა - სერიაში 2:2 იყო, გადამწყვეტ მატჩს მელილაში ვატარებდით. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ უკანასკნელ წუთებზე დავმარცხდით. არადა, ის მატჩი რომ მოგვეგო, ფინალში გაცილებით სუსტი მეტოქე გველოდა.

იგი "კორუნიაში" თამაშისას ტურის საუკეთესო კალათბურთელად ოთხჯერ დასახელდა. 30 ქულასაც არაერთხელ ასცდა და სეზონის ბოლოს, მეტოქეები რომ მიხვდნენ, ყველაზე მეტი საფრთხე ბურჯანაძისგან ელოდათ, მის წინააღმდეგ განსაკუთრებულ დაცვას იყენებდნენ.

- სეზონი რომ დასრულდა, გადაწყვეტილი იყო, "კორუნიაში" არ დავრჩებოდი. არა იმიტომ, რომ არ მომწონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ახალი სიმაღლე მჭირდებოდა. იყო ბელგიაში გადასვლის ვარიანტიც, ფულს იმაზე მეტს მთავაზობდნენ, ვიდრე "ანდორა", მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი კარიერული წინსვლაა.

32 წლისა რომ ვიყო, შეიძლებოდა ბელგიაში წავსულიყავი. თუმცა ზაფხულში "ანდორასთან" ხელშეკრულების გაფორმება გადავწყვიტე, ესპანეთის ჩემპიონატში თავის გამოჩენას სულ სხვა ფასი აქვს.

...ასე გადაიკვეთა ბექა ბურჯანაძისა და გიორგი შერმადინის გზები.

შეხვედრა ანდორაში

ბექა ბურჯანაძე:

- ახალგაზრდისთვის რთულია ახალ გარემოსთან ადაპტაცია, საკუთარი ადგილის მოპოვება. როდესაც ახალ გუნდში გადადიხარ და იქ შენიანი გხვდება, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. ოცნებად მქონდა, რომელიმე ქართველთან ერთად რომელიმე კარგ ევროპულ კლუბში მეთამაშა. ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამიხდა.

რაც ბურჯანაძისთვის ოცნებაა, შერმადინისთვის ჩვეულებრივი ამბავია:

- შეიძლება დამთხვევა იყო, შეიძლება ბედი... ასეა თუ ისე, ძალიან სასიამოვნოა, რომ ევროპული კარიერის განმავლობაში რამდენიმე ქართველის გვერდით ვთამაშობდი: "პანათინაიკოსიდან" სლოვენიის "ოლიმპიაში" რომ გადავედი, იქ ვლადიმერ ბოისა დამხვდა. შემდეგ იყო იტალიური "კანტუ", სადაც მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით ვთამაშობდი. ამას მოჰყვა ესპანური "სარაგოსა" და ვიქტორ სანიკიძე. ძალიან გამიხარდა, ბექა ბურჯანაძემ რომ მითხრა - "ანდორა" საინტერესო კონტრაქტს მთავაზობსო.

ბექა:

- ვიდრე ხელშეკრულებას ხელს მოვაწერდი, გიორგი შერმადინს "ანდორას" შესახებ გამოვკითხე. მან მწვრთნელი კარგად დამიხასიათა. სეზონის განმავლობაში "ანდორას" თამაშებს მეც ვადევნებდი თვალს და დავინახე, რომ სწორედ მწვრთნელის დამსახურებით, გუნდური თამაშით ცდილობს წარმატების მიღწევას. ეს ჩემთვისაც მშვენიერი შანსია.

გიორგი:

- ესპანელმა ჟურნალისტებმაც მკითხეს ბურჯანაძის შესახებ. ვუთხარი, რომ ძალიან კარგი კალათბურთელია. მას აქვს ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება, ხოლო "ოქროს ლიგაში" საუკეთესო სეზონი ჰქონდა, სწორედ მისი ძალისხმევით "კორუნია" ნახევარფინალში გავიდა. მართალია, ფინალამდე ვერ მიაღწია, მაგრამ ბექა კარგი იყო.

რაც ყველაზე მთავარია, დადებითი პიროვნებაა. ესპანელებს დაბეჯითებით ვუთხარი, რომ იგი გუნდს კარგად მოერგება და სათანადოდაც გამოადგება.

გამართლდა თუ არა შერმადინის სიტყვები, გაზეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში წაიკითხავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
ბექა ბურჯანაძე: მაშინ 15 წლის ვიყავი, თანხას თბილისში ოჯახს ვუგზავნიდი
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
დიდი პაუზა დასრულდა: ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო!
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა