გამართლდა თუ არა გიორგი შერმადინის სიტყვები "ანდორაში" ბექა ბურჯანაძის გადასვლის წინ

გაზეთ "ლელოს" წინა ნომერში დავიწყეთ და დღევანდელში უნდა დავასრულოთ ქართველთა ანდორული ამბების თხრობა.

გუშინ გიორგი შერმადინის სიტყვები შემოგთავაზეთ: "ესპანელ ჟურნალისტებს დაბეჯითებით ვუთხარი, რომ ბექა ბურჯანაძე ჩვენს გუნდში აუცილებლად გაამართლებდა"... გამართლდა თუ არა გიორგის სიტყვები, დღეს გავარკვიოთ.

- ჯორჯია ანდორაში - როგორ გადაიკვეთა გიორგი შერმადინისა და ბექა ბურჯანაძის გზები

ბურჯანაძე და შერმადინი ანდორაში საქართველოს ნაკრების მატჩების დასრულების შემდეგ მშვენიერი განწყობით ჩავიდნენ, 2016 წელს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ხომ ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური.

...ჩავიდნენ და პირველივე დღიდან საქმეს შეუდგნენ:

- სანაკრებო მატჩების გამო "ანდორას" ცოტა გვიან შევუერთდით მე, გიორგი შერმადინი და ავსტრიელი ტომას შრეინერი. გუნდში მისვლის პირველივე დღიდან მწვრთნელიცა და თანაგუნდელებიც გვერდში მიდგანან, მეხმარებიან. თავი "ანდორას" დიდი ხნის წევრად მაგრძნობინეს. არ მომერიდება, თუ ვიტყვი - ერთი ოჯახივით ვართ.

არის ზოგიერთი გუნდი, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, თანაგუნდელები ნაკლებად აღელვებს. ჩვენთან პირიქითაა. მოედანზე, გასახდელში თუ დარბაზს მიღმა ერთმანეთთან თბილი ურთიერთობა გვაქვს, - კმაყოფილია ბექა ბურჯანაძე, რომელსაც "ანდორაში" იმაზე მეტი სათამაშო დრო აქვს, ვიდრე საქართველოს ნაკრებში.

- ბექა ოქროს ლიგიდან გადმოვიდა და აშკარაა, უმაღლესისთვის სათანადოდაა მომზადებული. გუნდს პირველივე ვარჯიშიდან შეეწყო და მწვრთნელის ნდობაც მოიპოვა. მწვრთნელი კი იმ შემთხვევაში გათამაშებს 20-25 წუთს, თუ მის მითითებებს კარგად ასრულებ. ბექა ყველაფერს ხუთიანზე, ახალი შეფასებით, ათიანზე აკეთებს. იგი თავისი ფიზიკური მონაცემებით ბევრ მეტოქეს ჩაგრავს. გავიხსენოთ თუნდაც "ბარსელონასთან" მატჩი, რომელშიც თანაბრად ებრძოლა ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ცენტრ ანტე ტომიჩს, - თანამემამულის წარმატებით გახარებულია გიორგი შერმადინი.

გუნდურობაც კარგია, ათიანი შეფასებაც, მაგრამ საინტერესოა, კონკრეტულად რაში იღებენ ათიანს, რა ევალებათ ქართველებს "ანდორაში" და რა შედეგებს აღწევენ.

ბექას მოვუსმინოთ:

- "ანდორაში" ჩატარებულ პირველივე ვარჯიშზე გამოჩნდა, რას ელოდა მწვრთნელი ჩემგან. შემდეგ იყო პირველი ამხანაგური მატჩი, შემდეგ ოფიციალური შეხვედრები...

კარგად ვაცნობიერებ, რა სჭირდება მწვრთნელს და ვცდილობ, ზედმიწევნით შევასრულო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი ძალიან იოლია. ხან ცენტრის მეურვეობა მევალება, ხოლო დაზღვევაზე თამაშისას გამთამაშებლებსაც დავდევ. მწვრთნელის მითითებით მოხსნებზე კონტროლიც მევალება, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. იერიშებზე კი ძალიან სწრაფად გადავდივართ და არც ამ კომპონენტში უნდა ჩამოვრჩე.

სხვათა შორის, "ანდორა", სტატისტიკის მიხედვით, ლიგის ყველაზე სწრაფი გუნდია, ყველაზე სწრაფად ჩვენ ვუტევთ. ერთი პერიოდი სათადარიგო ცენტრი სტევიჩი ტრავმირებული იყო, მე და მძიმე ფორვარდ ნაჩო მარტინს გვიწევდა წინა ხაზში თამაში. ამ დროს კიდევ უფრო მაღალ ტემპში ვუტევდით.

ლოგიკურად, 216 სმ სიმაღლის ცენტრი ისეთივე სწრაფი ვერ იქნება, როგორც მასზე 16 სანტიმეტრით დაბალი თანაგუნდელები. რა გამოდის, 216 სმ სიმაღლის შერმადინი გუნდის სტრატეგიაში ვერ ჯდება, შეტევას ანელებს?

- ასე ნამდვილად არ არის! - კატეგორიულია ბურჯანაძე, - შერმადინი ხომ მოძრავი ცენტრია, კარგად შეუძლია სწრაფ შეტევაში გაქცევა. სხვათა შორის, ამას წინათ, "სარაგოსასთან" მატჩის ჰაილაითებში ის ეპიზოდიც მოხვდა, შერმადინი სწრაფი გარღვევის შემდეგ იერიშს ეფექტურად რომ ასრულებს.

ცხადია, იგი ისეთივე სწრაფი ვერ იქნება, როგორიც 180 სმ სიმაღლის გამთამაშებელი ენდრიუ ალბისი, მაგრამ მთავარია, რომ იცის, გუნდს როგორ წაადგეს და მშვენივრად ჯდება "ანდორას" მონახაზში. თუ პირველი შეტევა ვერ გამოვიდა, მთავარ ფიგურად შერმადინი იქცევა - ვცდილობთ, მას ბურთი ფარქვეშ ჩავუგდოთ და ვიცით, თუ ხელსაყრელ პოზიციაშია, აუცილებლად ჩააგდებს, ხოლო თუ პერიმეტრზე რომელიმე პარტნიორია თავისუფალი, პასს არ უგვიანებს.

სხვათა შორის, სწორედ იმიტომ, რომ წინა ხაზში საიმედო ცენტრი გვყავს, მასზე მეტოქეებს დიდი ყურადღება გადააქვთ და დანარჩენებსაც გვიადვილდება გამოთავისუფლება.

- მაშინ, როდესაც სამხრეთ ესპანეთში ხალხი მზეზე ირუჯება, ანდორაში ცივა, მაღალმთიანი კურორტია და ბევრს დავრბივართ გასახურებლად... ეს ნახევრად ხუმრობით. რეალურად ჩვენი გუნდი მართლაც მაღალ ტემპში თამაშით გამოირჩევა. ამ საქმეში უბადლოა ფრანგი გამთამაშებელი ენდრიუ ალბისი, რომელიც სწრაფიცაა, ღონიერიც და მატჩში 10-12 პასს ასრულებს, - განაგრძობს გიორგი შერმადინი.

ბევრმა ფავორიტმა დაგეგმა "ანდორაში" გამარჯვება, მაგრამ ყველას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ანდორელებს საშინაო მოედანზე ყველა მატჩი მოგებული აქვთ, მათ შორის, "ბარსელონასთან".

შერმადინს კატალონიური გრანდის წინააღმდეგ უამრავი მატჩი აქვს ჩატარებული: "კანტუს" მაისურითაც ეთამაშა, "ოლიმპიის" მაისურითაც, მაგრამ პირველ გამარჯვებას გასული წლის დეკემბერში "ანდორას" ფორმით მიაღწია. სწორედ ამიტომ ასახელებს "ბარსასთან" 87:80 გამარჯვებას კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო თამაშად.

- გიორგი შერმადინმა და ბექა ბურჯანაძემ "ბარსელონა" დაამარცხეს! [VIDEO]

მაშინ, როცა ბურჯანაძე საკლუბო დონეზე პირველ სეზონს ატარებს უმაღლეს დონეზე, მისი კარიერისთვის კიდევ უფრო ფასეულია "ბარსასთან" მოგება. მით უმეტეს, რომ წარმატებაში თავადაც დიდი წვლილი მიუძღვის.

ამ ისტორიული მატჩის ბოლო წუთები ჭეშმარიტად ქართული გამოდგა:

ანდორელები თავიდანვე მცირე სხვაობით დაწინაურდნენ და შეხვედრა იმდენად სტაბილურად ჩაატარეს, რომ კატალონიელებისთვის მეორე ტაიმში არათუ დაწინაურების, არამედ გათანაბრების შანსიც არ მიუციათ. ბექა ბურჯანაძე იმდენად სასარგებლო იყო, რომ მესამე პერიოდის შუიდან საფინალო სირენამდე მწვრთნელმა არ გამოცვალა.

მეოთხე რაუნდი ბექამ ორი სამქულიანით გახსნა. მეორე სამიანის შემდეგ ტაბლოზე 70:62 დააფიქსირა. ბოლო წამებზე მან ბურთის მოხსნისთვის ბრძოლისას დააჯარიმა ანტე ტომიჩი, რომელმაც მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა (21 ქულამდე ავიდა), მომდევნო შეტევაში ხორვატმა ცენტრმა მეხუთე ფოლი მიიღო და გავარდა.

ბოლო წამებზე ანგარიშში სხვაობა შემცირდა, თუმცა ბურჯანაძემ შეტევაში ორი მეტად ფასეული მოხსნა მიითვალა, ხოლო საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ბარსელონელ გამთამაშებელ ტაირის რაისს შორიდან ზუსტად ტყორცნაში ხელი შეუშალა და თამაშიც, ფაქტობრივად, აქ დასრულდა.

მოკლედ, ბურჯანაძეს, სიტუაციისდა მიხედვით, ხან მეტოქის ცენტრის მეურვეობა უწევდა, ხან გამთამაშებლის, თან, ვისი - ტომიჩისა და რაისის! როგორც შერმადინმა თქვა, ამოცანას თავი ათიანზე გაართვა.

თავად შერმადინსაც დიდი წვლილი მიუძღვის ტომიჩის ხუთ ჯარიმაში. თუმცა გიორგიმ დიდი როლი შეტევაში ითამაშა - ერთმანეთზე ლამაზი ჩატენვები ჰქონდა. ერთ-ერთი ზემოდან გდება მატჩის დასრულებამდე მთავარ "ჰაილაითად" გამოქვეყნდა ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე - შერმადინი ორ მოწინააღმდეგეს გადააფრინდა და ისე ჩატენა.

- კატალონიური გუნდი რომ მოდიოდა, მისი დამარცხების იმედი თითქმის არავის ჰქონდა - ბევრი ქომაგი ფიქრობდა, მივალთ, "ბარსელონას" ვარსკვლავებს ვნახავთ და ვისიამოვნებთო. მართლაც ისიამოვნეს, ოღონდ არა მხოლოდ მეტოქის თამაშით, არამედ შედეგითაც - კალათბურთელებს მანამდეც გვჯეროდა, რომ "ბარსას" დამარცხება შესაძლებელი იყო. დარბაზში 5 ათასი მაყურებელი მოვიდა და ჩვენთან ერთად ყველამ ძალიან გაიხარა, - იხსენებს შერმადინი.

"ბარსელონასთან" ბურჯანაძემ 26 წუთში 13 ქულა მოაგროვა, შერმადინმა - 18 წუთში 11 ქულა. ამ სეზონში მათი საშუალო მონაგარი ასეთია:

ბექა - 20 წუთი, 11.4 ქულა, 4.3 მოხსნა, 1.3 პასი.

გიორგი - 25 წუთი, 13.2 ქულა, 7.4 მოხსნა. 0.7 პასი.

ესპანეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპის ნახევარიც არ გასულა. ანდორელი ჯორჯიელებისგან კიდევ უამრავ ეფექტურ მატჩს უნდა ველოდოთ. როგორც თავად ამბობენ, მთავარი ამოცანა პლეი ოფში გასვლაა. საამისოდ კი ტოპ-8 გუნდს შორის უნდა მოხვდნენ. "ანდორა" სადღეისოდ სწორედ მერვე პოზიციაზეა, თუმცა აპრილამდე მიღწეულს შენარჩუნება სჭირდება, თამაშს - გაუმჯობესება.

მანამდე ერთი ამოცანაა - ესპანეთის სამეფო თასზე მოხვედრა, რომელშიც პირველი წრის შემდეგ რეგულარული ეტაპის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ანდორული გამოცდა კიდევ უფრო დიდი გამოცდისთვის სამზადისია - ბექა ბურჯანაძესა და გიორგი შერმადინს ხომ 2017 წლის აგვისტო-სექტემბერში ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა. მანამდე რვა თვეა, თუმცა კალათბურთელები ევრობასკეტზე უკვე ფიქრობენ:

- მძიმე მატჩები გველის, მაგრამ ჩვენს ნაკრებს ნამდვილად შეუძლია მაღალი დონის გუნდებთან წარმატებით თამაში, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია. მთავარია, ამ ზაფხულს სათანადოდ მოვემზადოთ, მთავარ მატჩებს კარგ კონდიციებში შევხვდეთ, ყველა კალათბურთელი ჯანმრთელი იყოს ევროპის ჩემპიონატისთვის, - იმედიანადაა ბექა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
დიდი პაუზა დასრულდა: ბექა ბურჯანაძემ ვარჯიში დაიწყო!
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბექა ბურჯანაძე: მაშინ 15 წლის ვიყავი, თანხას თბილისში ოჯახს ვუგზავნიდი
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
"როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე" - რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ, შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
ოფიციალურად: ბექა ბურჯანაძე "გრანადას" კალათბურთელია
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
კარიერის დასრულებიდან 2 თვის შემდეგ შესაძლოა, ჟერარდ პიკე მოედანს დაუბრუნდეს
სეტიენის ყოფილმა თანაშემწემ პიკეს გუნდი ჩაიბარა
"ანდორასთან" ორმაგი დუბლით შერმადინი ესპანეთის ლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა