დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების მე-6 ეტაპზე ნანა ძაგნიძემ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა და 5 ქულით მე-4 ადგილზეა
დოჰაში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს გრან-პრის გათამაშების მე-6 ეტაპის ორ ტურში ინდოელმა ჰამფი კონერუმ ზედიზედ ორი ქულა მიითვალა. გუშინ მან ერთპიროვნული ლიდერი სომეხი ელინა დანიელიანი დაამარცხა და მასთან ქულათა სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.

ასპარეზობის ბოლომდე სამი ტურია დარჩენილი და ერთქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა სულაც არ არის შეუძლებელი. ინდოელი დიდოსტატი პირველ ადგილზე თუ გავა, იგი 160 ქულას დაიმსახურებს და სამი საუკეთესო შედეგის ჯამით 413,33 ქულას მოაგროვებს, რითაც გრან-პრის მთავარ პრიზთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ჩინელ ჰოუ იფანთან თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.

იმედია, საქმე აქამდე არ მივა, მით უმეტეს, რომ ერთდღიანი შესვენების შემდეგ ჩვეული ენერგიით ათამაშდა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ნანა ძაგნიძე, რომელმაც გუშინ ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა - ამჯერად სომეხი ლილით მკრტიჩიანი დაამარცხა და 5 ქულით მე-4 ადგილზეა.

ბოლო სამ ტურში დანიელიანი ფიეროს, კრამლინგსა და სტეფანოვას შეხვდება, კონერუ-სიუ იუჰუას, მკრტიჩიანსა და ჟუ ჩენს, ძაგნიძე-სებაგს, ჟუ ჩენსა და ჩიბურდანიძეს, ხოლო საპრიზო ადგილების კიდევ ერთი კონკურენტი სებაგი-ძაგნიძის გარდა, ჩიბურდანიძესა და მონგონთუულს დაუპირისპირდება.

გუშინდელ მე-9 ტურში მაია ჩიბურდანიძე შავი ფიგურებით შვედ პია კრამლინგს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ: ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი), ჟუ ჩენი (ყატარი)-სიუ იუჰუა (ჩინეთი), მარტა ფიერო (ეკვადორი)-ბათჰუიაგ მონგონთუული (მონგოლეთი) 1:0.

რვა ტურის შემდეგ: დანიელიანი-6,5, კონერუ, სებაგი-5,5-5,5, ძაგნიძე-5, კრამლინგი-4,5, ჩიბურდანიძე, ფიერო-4-4, მკრტიჩიანი-3, სტეფანოვა, მონგონთუული, იუჰუა, ჟუ ჩენი-2,5-2,5 ქულა.

დღეს მე-9 ტურში ითამაშებენ: სებაგი-ძაგნიძე, ჩიბურდანიძე-სტეფანოვა, მონგონთუული-კრამლინგი, დანიელიანი-ფიერო, სიუ იუჰუა-კონერუ, მკრტიჩიანი-ჟუ ჩენი.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა