ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

თებერვლის მოვლენები - "ზესტაფონი" შეუდარებელია

თებერვლის მოვლენები - "ზესტაფონი" შეუდარებელია

გია გეგუჩაძის გუნდი სრულიად ამართლებს ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსს
გაუარესებული კლიმატური პირობების გამო უმაღლესი ლიგის გუნდებმა თებერვალში არათანაბარი რაოდენობის მატჩები ჩაატარეს; ყოველივე ამან კი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონატის კალენდარზეც ზეგავლენა იქონია და ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაზეც!

დავაკონკრეტებთ: თებერვლის ცხრილს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ გასულ თვეში ერთდროულად ოთხმა გუნდმა ("ვიტ ჯორჯიამ", "ზესტაფონმა", "ბაიამ", "ოლიმპმა") სხვებზე უკეთ ისპარეზა და ერთნაირი რაოდენობის ქულაც დააგროვა. თუმცა, XXII ჩემპიონატის რეგლამენტის გარდა, სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი: კერძოდ, "ზესტაფონმა" და "ბაიამ" ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარეს და აქედან გამომდინარე, პოტენციურად უფრო მეტი ქულის მოგროვებაც შეეძლოთ;

ამას გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ "ზესტაფონმა" და "ბაიამ" თებერვალში ("ვიტ ჯორჯიასა" და "ოლიმპისგან" განსხვავებით) წაუგებლად იასპარეზეს. აღარაფერს ვამბობთ მეტოქეთა ფაქტორზეც: "ზესტაფონს" გასულ თვეში სამი ურთულესი მატჩის ჩატარებამ მოუწია (უშუალო კონკურენტებთან - "დინამოსთან" და "ოლიმპთან" და ამ ბოლო დროს საგრძნობლად მოყოჩაღებულ "სპარტაკთან") და ყოველივე ამან გადამწყვეტი როლი შეასრულა ჩვენს არჩევანზეც. თუმცა, ნურც "ვიტ ჯორჯიასა" და "ბაიას" წარმატებულ თამაშსაც დავივიწყებთ: მერაბ კოჭლაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვეტერინარებმა" ბოლო სამ მატჩში შვიდი ქულა მოაგროვეს და ამ კლუბისთვის შეუფერებელ სახიფათო ზონას, ალბათ, საბოლოოდ დაშორდნენ; თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ მეორე ეტაპის წინ "ვიტ ჯორჯია" ორმა ლიდერმა, ჯაბა ლიპარტიამ და ირაკლი კლიმიაშვილმა დატოვა.

არანაკლებ ქებას იმსახურებს ზუგდიდის "ბაიაც": მოკრძალებული ფინანსური პირობების მიუხედავად, ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა თებერვალში წაუგებლად იასპარეზა და ასე მოტივირებულად თუ გააგრძელა თამაში, წესითა და რიგით, უმაღლეს ლიგაში დაქვეითების საფრთხეც არ უნდა დაემუქროს.

კიდევ ერთი შვიდქულიანი გუნდი რუსთავის "ოლიმპია" და, ერთის მხრივ, ჩემპიონის წარმატებული ასპარეზობა მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამ გუნდის ქომაგთა ნაწილი გარკვეული ეჭვით უცქერდა "ოლიმპის" დებიუტანტი თავკაცის, ახალგაზრდა სპეციალისტის თორნიკე მაისურაძის სამწვრთნელო შესაძლებლობებს. თანაც, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "ოლიმპში" რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა, ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის მანამდე უცხონი რომ იყვნენ; ამ ყველაფრის მიუხედავად, "ოლიმპი" კვლავაც მხოლოდ მაღალი მიზნებისათვის ბრძოლას აგრძელებს და ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებსაც ტიტულის შენარჩუნება სწადიათ.

გუნდი - "ზესტაფონი", მწვრთნელი - გია გეგუჩაძე

ახლა კი, ალბათ დროა გასული თვის საუკეთესო გუნდზე, "ზესტაფონზეც" ვთქვათ. პირველ ყოვლისა, ის უნდა აღვნიშნოთ, რომ გუნდი სრულიად ამართლებს ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის სტატუსს; რაც მთავარია, "ზესტაფონმა" თითქმის 100 პროცენტით შეინარჩუნა პირველ ეტაპზე მოასპარეზე შემადგენლობა, გუნდის ორ წამყვან ფეხბურთელთან (ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ხიდეშელი) დაკავშირებული გაუგებრობაც (ასე დავარქვათ) წარსულს ჩაბარდა და საერთოდაც, ამ სეზონში ყველაზე სტაბილურად სწორედ იმერული კლუბი ასპარეზობს. აღარაფერს ვამბობთ თამაშის ხარისხსა თუ სანახაობრივ მხარეზე: ამ მხრივ კი, "ზესტაფონი", მართლაც, უკონკურენტოა!

"ზესტაფონის" კიდევ ერთი პლუსი მწვრთნელის ფაქტორიც არის: გია გეგუჩაძეს გუნდში ისეთი კონტინგენტი ჰყავს, საკუთარი იდეების რეალიზება რომ არ გაუჭირდება; რა თქმა უნდა, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა, როცა თითქმის თანაბარი ძალის ორი შემადგენლობა გეყოლება; მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი რესურსის ეფექტიანად გამოყენებაც და გეგუჩაძეც ჯერჯერობით, ამ მხრივ უშეცდომოდ მოქმედებს.

სხვათა შორის, ჩემპიონობის ფავორიტთაგან ერთადერთი სწორედ "ზესტაფონია", "ორივე ფრონტზე" ბრძოლას რომ აგრძელებს; ჰოდა, შემადგენლობის სწორი როტაციაც ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი უნდა აღმოჩნდეს ჩემპიონატისა თუ სათასო პაექრობების თავისთვის სასურველი შედეგით დამთავრებისათვის. ამას გარდა, "ზესტაფონის" ქომაგთა მსგავსად, ამ გუნდის შემადგენლობაში სამი ახალწვეულის გამოჩენის მოლოდინში, არ დავმალავთ და, ჩვენც ვართ: ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი ფოფხაძე და გორან გრუიცას დამატებით იმერული კლუბის საჩემპიონო ამბიციაც, ალბათ, ერთი-ორად გაიზრდება...

განსაკუთრებული ფაქტები

ისე როგორც ნოემბერ-დეკემბრის საფეხბურთო მოვლენების შეფასებისას, ამჯერადაც მხოლოდ დადებითსა თუ გამოსარჩევ ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ოღონდ, თანამიმდევრობას დავარღვევთ და თებერვლის დასაწყისშივე მომხდარ განსაკუთრებული ფაქტებით კი არ დავიწყებთ, არამედ ცხრილს "გამოვყვებით". ანუ, ისევ და ისევ, "ზესტაფონის" ირგვლივ "ვიტრიალებთ" და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ამ გუნდის შესაშურ შედეგიანობას. თანაც, იმერული კლუბის ორი ფორვარდი რატი წინამძღვრიშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი ბომბარდირთა სიასაც ლიდერობენ და თებერვალში პირადი მიღწევებითაც გაახარეს თავიანთი ქომაგები.

წინამძღვრიშვილმა "სპარტაკთან" მატჩში ამ სეზონის მეთერთმეტე გოლი გაიტანა და ისე როგორც წინა ათ შემთხვევაში, ამჯერადაც შეცვლაზე შემოსულმა გამოიჩინა თავი! უკვე მომდევნო ტურში კი ნიკოლოზ გელაშვილმა "ზესტაფონის" მაისურით 49-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო რეკორდსმენიც გახდა!

ახალგაზრდა "ვეტერინართა" წარმატებულ ასპარეზობაზე ზემოთ ვსაუბრობდით და ისიც უნდა ვთქვათ, რომ გასული თვე გამორჩეულად ჩაატარა გუნდის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა გიგა ბეჭვაიამ; ეგ კი არა, "ვიტ ჯორჯიას" ახალმა კაპიტანმა ზედიზედ ორ შეხვედრაში შეძლო გოლის გატანა და თანაგუნდელ გიორგი ჯანელიძესთან ერთად "თებერვლის სიმბოლურ ნაკრებში" ადგილიც დაიმსახურა;

სახეშეცვლილი "ბაიადან" კი ორი ფეხბურთელი გვინდა გამოვარჩიოთ: საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, 35 წლის როინ ონიანი და 18 წლის ფორვარდი ირაკლი ქობალია. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა, შემდეგ კი მომდევნო ტურშიც მოახერხა თავის გამოჩენა.

არაერთი დებიუტანტი ჰყავდა ქვეყნის ჩემპიონსაც: გიორგი მურველაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ თავი მართლაც ჩინებულად წარმოაჩინეს; ამ ორი ახალგაზრდის გარდა, "ოლიმპიში" კიდევ სამი ახალწვეულიც გამოჩნდა: სანდრო იაშვილი, ილია პავლიაშვილი და ზურაბ ქურდობაძე.

გასული თვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოულოდნელობა ცხინვალის "სპარტაკის" ასპარეზობა იყო: ბადრი კვარაცხელიას გუნდმა ჯერ "დინამოსთან" ითამაშა ფრედ, მერე მინიმალური სხვაობით დამარცხდა "ზესტაფონთან", ბოლოს კი დიდი ანგარიშით "სიონი" გაანადგურა! "სპარტაკის" ასეთი აღმავლობა კი გუნდის ლიდერების, ვეტერანი მეკარის სოსო გრიშიკაშვილისა და ახალგაზრდა გამთამაშებლის, ვალერი ბოლქვაძის ჩინებული თამაშითაც იყო განპირობებული. აღარაფერს ვამბობთ "თებერვლის აღმოჩენაზე" - "სპარტაკის" ახალწვეულმა ზვიად მეტრეველმა თავის ძველ-ახალ გუნდში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

საინტერესო სტატისტიკაც გვინდა შემოგთავაზოთ: პირველ ეტაპზე მეტრეველმა "დინამოს" შემადგენლობაში ჩემპიონატის 12 მატჩი ჩაატარა და ვერც ერთხელ შეძლო გოლის გატანა; ახლა კი, "სპარტაკში" გადავიდა თუ არა, პირველსავე შეხვედრაში თავი გამოიჩინა და (მეტოქე კი "დინამო" იყო); ამის შემდეგ მეტრეველმა დისკვალიფიკაციის გამო "ზესტაფონთან" მატჩი გამოტოვა და "დასვენებულმა", მომდევნო მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა! "სპარტაკზე" საუბარს გუშინვე ნახსენები ფაქტით დავასრულებთ და უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩის ჩატარებას კიდევ ერთხელ მივულოცავთ ამ გუნდის ახალწვეულს, 18 წლის ვალერი კილასონიას.

ახალწვეულები "ტორპედოს" რომ ჰყავს, ერთდროულად რამდენიმე გუნდს "ეყოფოდა"; თუმცა, ისე როგორც პირველ ეტაპზე, ჯერჯერობით ვერავინ იტყვის, რომ ამ გუნდის თამაშს წარმატებულიც ეთქმის და სანახაობრივიცო; მაგრამ, ამ შემთხვევაში მართლაც "დროის ფაქტორთან" გვაქვს საქმე და ადრე თუ გვიან, "ტორპედოს" ქომაგებიც გაიხარებენ. რაც მთავარია, უამრავ ახალწვეულთაგან ორმა უკვე მოახერხა გოლების გატანა: ლევან ქებაძემ და გიორგი მეგრელაძემ. ისე, ამ უკანასკნელს სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და დიდი ალბათობით, საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაშიც ჩაერევა.

თებერვალში "სიონმა" უსიამოვნო სერია შეწყვიტა - თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ყიფშიძის გუნდმა გამარჯვების გემო გაიხსენა; ახალვეულებმა (ირაკლი ჩირიკაშვილი, რევაზ ჯიქია) "სიონის" მაისურით პირველი გოლებიც გაიტანეს, ახალგაზრდა საბა ადამაშვილს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურში ბოლნისელების თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.

"კოლხეთმა" თვე წარმატებულად დაიწყო, მაგრამ ზედიზედ სამმა წაგებამ გუნდი კვლავაც სახიფათო ზონაში დააბრუნა. არ დავმალავთ და ფოთელთა საყვარელი გუნდის მომავალს, ცოტა არ იყოს, პესიმისტურად ვუცქერთ: "კოლხეთს" ზედიზედ სამი "საშინელი" მატჩი ელოდება ჩემპიონატის ფავორიტებთან ("დინამოსთან", "ზესტაფონთან", "ოლიმპთან"); დაახლოებით კი არა, უფრო მძიმე "სურათია" "სამტრედიასთან" დაკავშირებითაც: ფინანსურად გაჭირვებულმა გუნდმა თებერვალში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა, მარტში კი ჩემპიონობის სამივე ფავორიტს უნდა შეხვდეს და პლუს ამბიციურ "ტორპედოს".

თვის იმედგაცრუება

დარჩა ერთი გუნდი, რომლის ასპარეზობაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით უნდა შეფასდეს - იმედგაცრუებად! ჰო, ამას კი მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, ერთობ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდისა და არანაკლებ ნაყოფიერი უცხოური შეკრების შემდეგ "დინამო" თებერვალში ორ ქულას რომ მოაგროვებდა!

აღარაფერს ვამბობთ კლუბისა თუ გუნდის ხელმძღვანელობაში განხორციელებული მართლაც "ხმაურიანი" და, რაც მთავარია, ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთგულ ქომაგთათვის დამაიმედებელ ცვლილებებზე. იმაზე ხომ, საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, როგორი აქტიური სატრანსფერო კამპანია აწარმოა ჩვენმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა; არადა, დღესდღეობით რეალობა ასეთია: გუნდში მოსული ათამდე ახალწვეულიდან, მეტ-ნაკლებად დადებითი შთაბეჭდილება, ალბათ, ორმა-სამმა თუ დატოვა.

რა თქმა უნდა, სეზონის ბოლომდე დრო საკმარისზე მეტია, ტრავმირებული ფეხბურთელებიც მომჯობინდებიან, ახალწვეულები ადაპტაციის პრობლემასაც გადაჭრიან, შეთამაშების "ყბადაღებული" საკითხიც, ალბათ დავიწყებას მიეცემა და მაშინ უკვე საჩემპიონო რბოლაში "დინამოს" ჩართვაც აღარავის უნდა გაუკვირდეს; უფრო ზუსტად, გასაკვირვი ის იქნება, ასე რომ არ მოხდეს, მანამდე კი საქართველოს ჩემპიონატში სადებიუტო მატჩების ჩამტარებელი "დინამოს" ფეხბურთელებიც ვახსენოთ: მარკო მაროვიჩი, სემირ ჰაჯიბულიჩი, ირჟი ჰომოლა, პეტარ ელიჩი; ამათ გარდა, გასულ თვეში "დინამოს" შემადგენლობაში ქართველი ახალწვეულებიც გამოჩნდნენ: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ზურაბ არზიანი, თორნიკე ზარქუა...

თებერვლის ცხრილი

ცხრილის შედგენისას ვხელმძღვანელობთ საქართველოს 2010/11 წლების XXII ჩემპიონატის რეგლამენტით; ანუ, თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპებით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები; 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა; 4. ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 5. ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა და ასე შემდეგ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ვიტ ჯორჯია 4 2 1 1 6-3 7

2. ზესტაფონი 3 2 1 0 4-1 7

3. ბაია 3 2 1 0 3-1 7

4. ოლიმპი 4 2 1 1 4-4 7

5. სპარტაკი 3 1 1 1 5-3 4

6. ტორპედო 3 1 1 1 2-2 4

7. სიონი 4 1 1 2 3-5 4

8. კოლხეთი 4 1 0 3 2-6 3

9. დინამო 3 0 2 1 1-2 2

10. სამტრედია 3 0 1 2 2-5 1

ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად

ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ

"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა

ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო

20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს

[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო

[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა

The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის

კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო

19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა

21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი

"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა

"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა

"ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია" - ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ

"სიმართლე ისაა, რომ პსჟ დიდებული გუნდია" - ფლიკი მოულოდნელი მარცხის შემდეგ

"ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენთან თამაშობს" - როგორ ეხმაურებიან მიქაუტაძის თამაშს სოციალურ ქსელში?

ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა