კიევის "დინამოს" ყოფილმა მცველმა ვლადისლავ ვაშჩუკმა ცნობილი უკრაინელი სპეციალისტის ვარჯიშის მეთოდები გაიხსენა
კიევის "დინამოს" ყოფილმა მცველმა ვლადისლავ ვაშჩუკმა ცნობილი უკრაინელი სპეციალისტის ვალერი ლობანოვსკის ვარჯიშებზე არაადამიანური დატვირთვებზე ისაუბრა და კახა კალაძის შემთხვევაც გაიხსენა.

"თითოეული ვარჯიში მორიგი გამოცდა იყო. ყველაზე მძიმე და საზარელი ჩემთვის იყო ტესტი - 5-ჯერ 300. გარკვეული სისწრაფით, ერთი ტემპით უნდა გაგერბინა 300 მეტრი. ამას მოჰყვებოდა 4-წუთიანი შესვენება, რა დროსაც გიზომავდნენ წნევას. შემდეგ ისევ სირბილი... და ასე მეორდებოდა ხუთჯერ. უკვე მეხუთე ჯერზე გეჩვენება, რომ ფეხებზე ტონანახევრიანი ტომრები გკიდია...

...ვარჯიშზე არც ახალწვეულებს ინდობდნენ. მახსოვს, ჩვენს გუნდში ახალმა მოსულმა კახა კალაძემ, რომელსაც ნათამაშები უკვე ჰქონდა საქართველოს ნაკრებსა და თბილისის "დინამოში", ტესტი "5-ჯერ 300"-ის დროს გონება დაკარგა და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც გასახდელში შევიყვანეთ...

გაცოფებული გაიძახოდა, ჭირსაც წაუღია ასეთი ფეხბურთიო... უკვე რამდენიმე თვის შემდეგ კი ვარჯიშებზე ისევე იხარჯებოდა, როგორც დანარჩენები", - იხსენებს ვაშჩუკი championat.com-თან.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე კიევის "დინამოს" ღირსებას 1998-2000 წლებში იცავდა, შემდეგ კი "მილანში" გადაბარგდა. ვალერი ლობანოვსკი 2002 წელს, ინსულტით გარდაიცვალა.

gizog-ს
გეთანხმები!ქართველ მწვრთნელზე კარგის თქმა გვიძმელდება. იმ დროს ლობანოვსკის მეთოდები მართლაც საოცარ შედეგს იძლეოდა. ახლა უკრაინელებით აღნიშნავენ, რომ დღეისათვის ეს საკმარისი აღარ არის და ცდილობენ რაღაც სხვა შეიმუშავონ.
gizog
მგონი ვასილიმ თქვა ის, რომ არიან მწვრთნელები, რომლებიც ასეთი მძიმე და აუტანელი ვარჯიშების გარეშეც ჰქმნიან დიდ გუნდებსო, ასეთი მწვრთნელი ჩვენც გვყავდა. ნეტა ჩვენიანის დაცვაშიც ვერთიანდებოდეთ ასე ან ნახევრად მაინც.
angi
ლობამოვსკი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია ფეხბურთში
დათო
ეეხ ვასილ..ცოტა მეტი ინფორმაცია გვენახა ვიდრე ლობანოვსკის მეთოდებს დავუწუნებდით, სამართლიანი იქნებოდა
davit
ჰოლანდიასთან ფინალში რუსები იყვნენ დასაევი და ხიდიატულინი კიდებ ბელარუსები იყვნენ ალენიკოვი გოტსმანოვი და დანარჩენი უკრაინელები იყვნენ ბელანოვი ზავაროვი ლიტოვჩენკო დემიანენკო მიხაულჩენკო ვასილი რატცი და პროტასოვი მაგარი ნაკრები იყო მაშინდელი საიუზი
nika
ლობანოვსკი ცჰემი აზრიტ, 20საუკუნის სუკეტესო მწვრტნელტა ხუეულსჰია, უდიდესი მწვრტნელი იკო. ყველა დროის კიევის დინამოს და სსრკ ნაკრებს უდიდესი ფეხბურტი ატამასჰა. ლიგის ნახევარპინალსი 98სჰი ბაიერნტან 2:1,0:1 გამოვარდა.
zurabi
ეს ვალერი მაგარი პიტალო ჩანს. ლობანოვსკი ქმნიდა ფეხბურთელებს საბჭოთა სივრციდან, საშუალო ნიჭის მოატმაშდეებიდან ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ქმნიდა და შედეგიც ქონდა, გრანდები კი ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებს ყიდულობენ
Vasili
ვთქვი და ვჭამე რააა :D ვიხუმრე ხალხო, ვიმასხრე, :D / კაი მწვრთნელი იყო თქო ხო ვთქვი..../ უბრალოდ ერთი რისი თქმაც მინდა , დღესდღეოვით ევროპულ გრანდებში ბურთთან ერთად აქვთ დატვირთვა... ნუ რავიცი, ყველას თავის ხელწერა აქ.//// ლობანოვსკის კიდე ჩემი შეფასება რო არ ჩირდება ეგ მე თვითონაც ვიცი...///
Irakli apkhaidze
Xo 88-shi 9 kieveli iyo ziritadshi... 75-shi supertaste bloxini tavze gadaaxta bekenbauers da magis mere kaizer franci aibarga bavariidan... Valeri vasilevichi 5-eulshic shedis.. Sashualo donis morbenalebisgan saukunis micurulsac kinagam liga moigo. Shevchenko da rebrovi iyo done

მართალი ხარ გულშემატკივარი, 12 ფეხბურთელი იყო კიევის "დინამოდან". ცნობილი ამბავია რომ მიხელსმა და კრუიფის ჰოლანდიამ ფეხბურთის განვითარება შეცვალეს და იმ "ტოტალური" ფეხბურთიდან ძნელი იყო რაიმე განსაკუთრებულის და განსხვავებულის შექმნა. ლობანოვსკიმ კი შეძლო. მართალია არა მთლად ტოტალურად განსხვავებული სტილი, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში უწოდეს როგორც მახსოვს"ბორშჩი ეფედრინით" ეს არა იმიტომ რომ ისინი დოპინგს მოიხმარდნენ, არამედ იმიტომ რომ კიევის "დინამო" 15-30 წუთში ანადგურებდა ყველა მეტოქეს. (საკუთარ საჯარიმოშივე კეტავდა და "ახრჩობდა" ვიდრე 2-3 გოლს არ გაუტანდა) საცოდაობა იყო მადრიდის "ატლეტიკოს" ყურება 86-ის თასების თასის ფინალში, როცა კიეველებმა უბრალოდ გადათელეს ესპანელები და ვისაც არ ჯერა შეუძლია ჩანაწერი იხილოს.
gulshematkivari
1988 - ში რომ მეორეზე გავიდნენ ევროპაზე და თანაც ჯგუფში დაამარცხეს მომავალი ჩემპიონი,იმ დროის უძლიერესი ჰოლანდია,ესაც ხომ ნიშნავს რაღაცას?რინატ დასაევისა და ვაგიზ ხიდიატულინის გარდა მგონი ყველა მოთამაშე კიევის დინამოდან იყო,ზუსტად ვეღარ ვიხსენებ.
სოსო
ვასილი,მე მგონია აზრზე არ ხარ რას ლაპარაკობ,ალბათ ასაკიც არ გიწყობს ხელს და არ გინახავს მაშინდელი კიევის დინამო.პრებენ ელკიაერ ლარსენი მართალს გეუბნება,მაგრამ ძალიან ცოტას.მე კი ერთს დავამატებ,1975 წელს დინამომ ევროპის სუპერ თასზე დაამარცხა ჩემპიონთა თასის მფლობელი მიუნჰენის ბაიერნი,რომელიც იყო ტოტალური ფეხბურთის შემქმნელი აიაქსთან ერთად და იმ წლების მუდმივი ფავორიტი ყველგან და ყველასთან,მსოფლიოს სუპერ ვარსკვლავის ,ფრანც ბეკენბაუერის წინამძღოლობით,რომელიც თავისი ფორმის პიკში იყო იმ დროს.
preben elkiaer larsen
vasili-ს... ვასილი,ჯიგარო,აზრზე არ ხარ... თხებივით დაარბენინებდა დაშედეგი არაფერი იკო,ხომ?... 1975 ცელი- ლობანოვსკიმ და კიევის დინამომ მოიპოვეს თასების მფლობელთა თასი და ოლეგ ბლოხინი გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი... 1986 ცელი- ლობანოვსკიმ და კიევის დინამომ ისევ მოიპოვა თასების მფლობელთა თასი და იგორ ბელანოვი გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი... ეს ევროპის მაშტაბით,ხოლო საბჩოთა კავშირის მაშტაბით ლობანოვსკის მიერ მოპოვებულ ტიტულებს თვლა არა აქვს... და თან,გაითვალისინე,რომ საბჩოთა კავშირის ჩემპიონატი,იმ დროს,ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალი დონის ჩემპიონატი იკო ევროპაში... 1986 ცლის მსოფლიოს შემპიონატზე საბჩოთა ნაკრები იკო ერთ-ერთი საუკეთესო და ამ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ათი ფეხბურთელი იკო კიევის დინამოელი... ფაქტიურად იკო კიევის დინამო და დამატებული მხოლოდ მინსკელი ოლეინიკოვი... ეს იმ დროს და მერე საბჩოთა კავშირის დაშლის შემდეგაც,ლობანოვსკის კიევის დინამო ტოლი ტოლზე ეთამაშებოდა რეალს და ბარსელონას და სჯობდა კიდეც,შეგიძლია გადახედო იმ დროინდელ კიევის დინამოს თამაშების სტატისტიკას... შენ რომ ჩამოთვალე-მოდრიჩი,ზლატანი,ინძაგი,ტოტი... ამ ფეხბურთელებს,უკვე გამზადებულს კიდულობენ ევროპის საუკეთესო კლუბები... ლობანოვსკი კი,სცორედ მისი მეთოდებით მეშვეობით თავად ქმნიდა ბლოხინს,ბესონოვს,დემიანენკოს,იაკოვენკოს,იარემჩუკს,ზავაროვს,ბელანოვს,შევჩენკოს,კალაძეს... ჩემი აზრით,ვალერი ლობანოვსკი მსოფლიოს კველა დროის ათ საუკეთესო მცვრთნელს შორის უნდა იკოს... არ ვიცი,შეიძლება რომ ფეხბურთის სპეციალისტების აზრიც იგივეა... შენ კი გეტკვი,რომ იმაზე რაზეც საკუთარ აზრს გამოთქვამ,ამომცურავი თუ არა ასე თუ ისე საკმარისი იმფორმაცია მაინც უნდა გქონდეს...
Vasili
ლობანოვსკიი კაი მწვრთნელი იყო ალბათ, მაგრამ ეგ უაზროო არაადამიანური სირბილი ზებრასავით , რა ფეხბურთია ვერ გავიგე . ამდენი უკრაინელი არბენინა სიკვდილამდე და რაა? შედეგი? არაფერი! უბრალოდ ერთხელ იყვნენ ახლოს რაღაცასთან და ეგ იყო და ეგ...შევჩენკო და კალაძემ ითამაშა უმაღლეს დონეზე მხოლოდ/ ვერავინ დამაჯერებს ხავი, ინიესტა, მოდრიჩი,ზლატანი , ინძაგი, ტოტი და რავიცი, ხო არ ჩამოვთვლი სუყველას, რო ესენიც ესე თხებივით დარბიან ვარჯიშებზე, შანსი არააა,/ ტიტულებს ესენი იგებენ, და სანახაობრივ ფეგბურთსაც ესენი თამაშობენ, /მემგონი ლობანოსვკი ცუდ ხასიეთზე როცა იყო მაშიმ ხდებოდა ეგ კროსები... :D
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"რა სარგებლობა მოუტანეს მათ საქართველოს ნაკრებს? პირიქით, იმდენი ფული წაიღეს"
ყოფილა შემთხვევა, ცოტა რომ ამირევია... ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან
ალექსანდრე ჩივაძე: მან პირადად მომიხადა ბოდიში იმ პენალტისთვის...
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
დასახელდა ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი, მოურინიო სიაში ვერ მოხვდა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
"ის მინდა, სხვა არავინ გვჭირდება!" - უკრაინელმა ჟურნალისტმა გაიხსენა, როგორ და რომელი მატჩის შემდეგ გადაწყვიტა ლობანოვსკიმ კალაძის კიევის "დინამოში" გადაყვანა