მათე ვაწაძემ "ორენბურგში" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგაში გადასული "ორენბურგი" ამჟამად ავსტრიის ქალაქ შტეგერხბახში გადის შეკრებას, სადაც საკონტროლო-ამხანაგურ მატჩში მაკედონიის "ვარდარს" 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ქართველმა თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ 89-ე წუთზე თავურით გაიტანა.

მათემ დანიის "სილკებორგი" დატოვა და როგორც "ორენბურგის" საიტი იტყობინება, გუნდში რამოდენიმე ფეხბურთელთან ერთად იმყოფება სინჯებზე, ხოლო როდესაც კონტრაქტს გაუფორმებენ, ამის შესახებ უმალ გვაცნობებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული