"კვარაზე გადაწყვეტილება მიღებულია, რაც შეეხება ოსიმენს..." - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩასა და ვიქტორზე ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ "ნაპოლის" ორი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "კვარა" ზაფხულში "პარტენოპეის" არცერთ შემთხვევაში არ დატოვებს, რაც შეეხება ნიგერიელს, თუ რომელიმე კლუბი მასში 150 მილიონ ევროს გადაიხდის, აურელიო დე ლაურენტისი ამ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის.

"რაზე ისაუბრეს დე ლაურენტისმა და სპალეტიმ? ჩემი აზრით, დისკუსია მხოლოდ სამომავლო გეგმებზე არ ყოფილა, არამედ იმაზეც, თუ რა არ მოეწონა ლუჩანოს მიმდინარე სეზონში. გარდა ამისა, ტოსკანელმა სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტისგან შემადგენლობის გაძლიერებაზე გარანტია მიიღო.

დარჩებიან თუ არა
კვარა და ოსიმენი? ხვიჩაზე დანამდვილებით გეტყვით რომ "ნაპოლის" არ დატოვებს. რაც შეეხება ოსიმენს, თუ რომელიმე კლუბი მასში 150 მილიონ ევროს გადაიხდის, ასეთ წინადადებაზე დე ლაურენტისი უარს ვერ იტყვის.

კიმ მინ ჯე? მისით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული, მსურველებს კი 70 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ, ასეთ შემთხვევაში "ნაპოლი" იძულებული იქნება მოთამაშე გაუშვას", - განაცხადა დი მარციომ.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "მონცასთან" მატჩში

altხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს - დეტალები ცნობილია

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ფიორენტინასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული