ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: ხოსელუს დუბლით "რეალმა" "ბაიერნს" საოცარი მატჩი შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა და მეთვრამეტედ გავიდა ფინალში.

მიუნხენში ფრედ დასრულებული შეხვედრის (2:2) შემდეგ „სამეფო გუნდმა“ სახლში დიდი ძალებით შეუტია და რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, როდესაც ვინისიუსის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი როდრიგოს მეკარე ნოიერმა არ გაატანინა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, მაგრამ კეინის დარტყმული ბურთი მეკარე ლუნინმა მოიგერია. მერე ნოიერმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა „რეკორდმაისტერი“ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, ორხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და ტრავმირებული გნაბრის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა დევისმა ვერ უწია
მიზანს. საპასუხო იერიშისას როდრიგომ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ხოლო 68-ე წუთზე დევისი მარცხენა ფლანგზე რიუდიგერს დაუსხლტა და „ბაიერნი“ დააწინაურა. მალე მადრიდელებმა გაიტანეს, თუმცა იქამდე ნაჩომ კიმიხი წააქცია და გოლი არ ჩაითვალა. 88-ე წუთზე ნოიერმა ვინისიუსის დარტყმული ბურთი ვერ შეიმაგრა, ყველას 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 34 წლის ხოსელუმ დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში ხოსელუმ დუბლი შეასრულა, ბოლოს მსაჯმა თამაშგარეს გამო დე ლიხტის გოლი არ ჩათვალა და "რეალმა" გაიმარჯვა.

1-ელ ივნისს, ფინალში, "უემბლიზე" „რეალი“ „დორტმუნდს“ დაუპირისპირდება.

. "სამეფო გუნდი" ბოლო სამ სეზონში მეორედ იასპარეზებს ფინალში.
. „რეალის“ ნახევარმცველმა კროოსმა ჩემპიონთა ლიგაზე 150-ე მატჩი ჩაატარა, რაც მეშვიდე შედეგია.
. „ბლანკოსის“ შემტევ ბელინგემს მუხლის პრობლემის გამო თამაშის დაწყებამდე გამაყუჩებელი ნემსი გაუკეთეს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 76 579
მაყურებელი
რეალი - ბაიერნი 2:1
გოლები: 0:1 დევისი (68), 1:1 ხოსელუ (88), 2:1 ხოსელუ (90+1)

altჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "დორტმუნდი" ოთხჯერ ძელმა იხსნა და პარიზშიც გაიმარჯვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
გასკდით ბარსელონასა და ჯუჯას ფანებო გულზე. კიდევ მრავალი ასეთი გასკდომა გელოდებათ. Hala Madrid.
Vaso
16:43 09-05-2024
4
ანჩელოტი არის რეალის მთავარი კოზირი იმედია ფინალში გაითიშება და გონება წაერთმევა;)
გიო
11:03 09-05-2024
9

სიახლეები პოპულარული