ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: "ატალანტამ" "ლივერპული" გამოაგდო, "რომამ" მილანი" - "ბაიერი" და "მარსელიც" გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა.

ევროპა ლიგა

„ლივერპულმა“ „ენფილდზე“ სენსაციურად წაგების (0:3) შემდეგ, გასვლაზე „ატალანტას“ 1:0 მოუგო და გათამაშებას გამოეთიშა. კლოპის გუნდი ზედიზედ მეორე სეზონში ვერ გასცდა ევროტურნირების მეოთხედფინალს. „ატალანტა“ პირველად ითამაშებს ევროტურნირების ნახევარფინალში.

„ბაიერს“ სახლში „ვესტ ჰემი“ 2:0 ჰყავდა დამარცხებული, ლონდონში კი ფრეს მიაღწია (1:1) და ნახევრფინალში გავიდა. ლევერკუზენული კლუბი ყველა ტურნირზე ბოლო 44 შეხვედრაში დაუმარცხებელია - 38 მოგება და 6 ფრე.

„რომამ“ ისევ მოუგო „მილანს“, ამჯერად 2:1. აღსანიშნავია, რომ ჩელიკის გაძევების გამო რომაული გუნდი
31-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

„მარსელმა“ ძირითად დროში „ბენფიკას“ 1:0 სძლია. ორი დაპირისპირების ჯამში 2:2 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმებში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ფრანგულმა გუნდმა იმარჯვა.

ბერგამო. „ატლეტი აძური დ’იტალია“
ატალანტა - ლივერპული 0:1 (პირველი შეხვედრა 3:0)
გოლი: სალაჰი (7, პენ)

ლონდონი.“ლონდონ სტადიუმი“
ვესტ ჰემი - ბაიერი 1:1 (0:2)
გოლები: 1:0 ანტონიო (13), 1:1 ფრიმპონგი (89)

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - მილანი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 მანჩინი (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 გაბია (85)
გაძევება: ჩელიკი (31, რომა),

მარსელი. „ველოდრომი“
მარსელი - ბენფიკა 1:0 (პენ 4:2) (1:2)
გოლი: მოუამბაგნა (80)

გაირკვა ტურნირის ნახევარფინალური წყვილები: "ატალანტა" - "მარსელი" და "რომა" - "ბაიერი". პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 9 მაისს.


კონფერენს ლიგა

ფენერბაჰჩე - ოლიმპიაკოსი 1:0 (პენ 2:3) (2:3)
ფიორენტინა - პლზენი 2:0 (0:0)
პაოკი - ბრიუგე 0:2 (0:1)
ლილი - ასტონ ვილა 2:1 (პენ 3:4) (1:2)

ნახევარფინალური წყვილები ცნობილია: „ფიორენტინა“ – „ბრიუგე“ და „ასტონ ვილა“ - "ოლიმპიაკოსი". პირველი მატჩები 2 მაისს გაიმართება, საპასუხოები კი - 9 მაისს.

altევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: შოკირებული "ენფილდი", "ბაიერის" მორიგი გამარჯვება და "რომას" მიერ ძლეული "მილანი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ლივერპულმა იყუმარა, თუ მეტი არ შეუძლია ვერ გავიგე
ვანჩოპე
14:13 19-04-2024
0
ამას ქვია ატალანტამ ფეხი არ გაანძრევინა ლივერპულს, ფაქტიურად ორივე თამაშში. კარგი გუნდია ატალანტა ფინალშიც გავა.
dato
11:48 19-04-2024
0

სიახლეები პოპულარული