რონალდომ ბრაზილიურ "კრუზეიროში" თავისი წილი გაყიდა

AutoSharing Option
The Athletic-ის ინფორმაციით, ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ კლუბ "კრუზეიროში" თავისი წილი კომპანია BPW Sports-ს მიჰყიდა.

"კიჭამ" "კრუზეიროს" საკონტროლო პაკეტი (90%) 2021 წელს მისი კომპანიის, Tara Sports Brasil-ის მეშვეობით, 70 მილიონ დოლარად შეიძინა.

ყოფილი თავდამსხმელის ხელმძღვანელობით, კლუბი ბრაზილიის უმაღლეს დივიზიონში, სერია A-ში დაბრუნდა და 195 მილიონი დოლარის ვალი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ რონალდო კლუბის დირექტორთა საბჭოში მუშაობას გააგრძელებს.

მან პროფესიული კარიერა "კრუზეიროში" 1993 წელს დაიწყო. უკვე ერთი წლის შემდეგ ბრაზილიელი პსვ-მ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული