პოგბა სამსახიობო კარიერის დაწყებას შეეცდება

AutoSharing Option
L'Equipe-ის ცნობით, ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი პოლ პოგბა სამსახიობო კარიერის დაწყებას შეეცდება. ის ფაბიან ონტინიეტის ფილმში, სახელწოდებით "ოთხი ნული" ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" ყოფილი შუახაზელი ახალგაზრდა ფეხბურთელების მწვრთნელის როლში მოგვევლინება, ფილმის პრემიერა კი 2025 წლის აპრილსაა დაგეგმილი.

შეხსენებისთვის, 2023 წლის აგვისტოში "უდინეზესთან" მატჩის შემდეგ პოგბა დოპინგზე ჩავარდა, 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული