ლევან ყენია: იმ ფორმამდე, როგორშიც გერმანიაში ვიყავი, ჯერ ბევრი მიკლია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის ფეხბურთელის, ლევან ყენიას გოლმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში კრივოი როგის "კრივბასის" რბევას (6:0) სათავე დაუდო.

ყენიამ ლვოველთა დანარჩენ გოლებშიც შეიტანა წვლილი და "კარპატის" ოფიციალურმა საიტის რეაქციამაც არ დააყოვნა - მატჩის შემდეგ ჩვენებურთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

"კარპატის" რიგებში, ლევანის გარდა, კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა, ბუბა დაუშვილმა ითამაშა, სტუმართა გუნდის ღირსებას კი უჩა ლობჟანიძე იცავდა.

- წინა საუბარში გამოთქვი სურვილი, რომ "კარპატიმ" იმავე სტილში ითამაშოს, როგორშიც "ბარსელონა" თამაშობს...
- დიახ, მახსოვს
და ძალიან მახარებს, რომ ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და ვცდილობთ, სწრაფი პასებით თამაშს მივეჩვიოთ. მთავარი კი ისაა, რომ ასეთ თამაშს შედეგიც მოაქვს. აბა, ამისთანა ანგარიშით მოგებაზე კარგი რაღა უნდა იყოს?

- ხომ არ მოგეჩვენა, რომ შენი გოლის შემდეგ "კრივბასი" გატყდა?
- მართლაც, რაღაც მსგავსი მეც მომეჩვენა. რატომ იყო ჩვენი მოწინააღმდეგე ასე მოდუნებული, ამის მიზეზი მე არ ვიცი. იგივე ხდებოდა შესვენების შემდეგაც, თუმცა ვფიქრობ, ჩემი მხრიდან "კრივბასზე" საუბარი არაკორექტულია. პატივს ვცემ ამ გუნდს და ამიტომ არ ჩავერევი მის შიდა საქმეებში.

- მაგრამ შენ, ალბათ, ელაპარაკე შენს თანამემამულე უჩა ლობჟანიძეს...
- რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ თამაში არ განგვიხილავს. მე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდი და ვკითხე, თავს როგორ გრძნობს.

- პირველსავე ტაიმში ოთხი გოლი - ეს უკვე ძალიან ბევრია, მაგრამ გუნდი გასატანად კიდევ იწევდა. რა, არ გეყოთ?
- ეს მენტალიტეტის საკითხია და ასეც უნდა იყოს. ძალიანაც კარგი, თუ ოთხმა გოლმა არ დაგვაკმაყოფილა...

- იცი თუ არა, რომ ეს "კარპატის" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა უკრაინის ჩემპიონატში?
- არა, აქამდე ამის შესახებ არ ვიცოდი. უყურე შენ?! ძალიან მაგარია!

- ლევანტე, გრძნობ თავს გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ?
- ფორმა უკვე აღვიდგინე და ვგრძნობ, რომ ფიზიკურად უკვე ბევრი შემიძლია. თუმცა, ბევრი რამ გუნდზეცაა დამოკიდებული. როცა გუნდი იმარჯვებს, ეს ჩემზეც მოქმედებს.

- ის, ვინც გიცნობს, ფიქრობს, რომ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 30 პროცენტს ავლენ...
- ოჰ, ეგ არ ვიცი (იცინის), მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იმ ფორმის დასაბრუნებლად, როგორიც გერმანიაში თამაშის დროს მქონდა, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი.

თუმცა ვცდილობ და ვგრძნობ, რომ უფრო უკეთ შემიძლია თამაში.

- უწინ მოედნის ცენტრში თამაშობდი, ახლა კი ფლანგიდან უტევდი...
- უცნაური არაფერია. "შალკეშიც" და საქართველოს ნაკრებშიც ხან ერთ, ხან მეორე ფლანგზე ვთამაშობდი. ჩემთვის სულერთია, სად ვითამაშებ.

ასევე იხილეთ:
ბუბა დაუშვილი: ლევან ყენიას გოლის შემდეგ თამაში გაგვიადვილდა
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
ლევან ყენია: უზომოდ ბედნიერი ვარ!
ალექსანდრე კობახიძე და ლევან ყენია - მატჩის გმირები [VIDEO]
ლევან ყენია: საქართველოს ნაკრებისთვის სარგებლის მოტანა შემიძლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული