Sportall.ge-ს მკითხველებმა სექტემბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველმა სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად ბორისოვის ბატე-ს ფეხბურთელი ვაკო გვილია დაასახელა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ, 54.1 პროცენტმა ხმა სწორედ გვილიას მისცა. მეორე ადგილზე 32%-ით მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 4.8%-ით დანიური "სილკებორგის" ფორვარდმა დავით სხრიტლაძემ დაიკავა.

მკითხველს არჩევანის გაკეთება 8 ქართველ ლეგიონერს შორის შეეძლო. გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 2834-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:

ვაკო გვილია - 1534 (54.1%)
ჯანო ანანიძე - 907 (32%)
დავით სხირტლაძე - 136 (4.8%)
გიორგი ლორია - 124 (4.4%)
დავით ხოჭოლავა -75 (2.6%)
გიორგი ჭანტურია - 26 (0.9%)
გიორგი მერებაშვილი - 21 (0.7%)
შოთა გრიგალაშვილი - 11 (0.4%)
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ნაკრების თამაშები??
გვილია რამისაა ყოველ ტურში იტანს გოლებს ბატეში!
საუკეთესო გვილიაა!
გიგი
03:25 14-10-2016
0
რა ხოჭოლავა ან რა სხირტლაძე სად თამაშობენ?! რას თამაშობენ?! სადაა ყაზაიშვილი? სადაა კაშია? დავიჯერო ისინი ამ ორზე უკეთესია?
გიო
02:16 14-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული