Sportall.ge-ს მკითხველებმა სექტემბრის 3 საუკეთესო ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მკითხველმა სექტემბრის თვის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად ბორისოვის ბატე-ს ფეხბურთელი ვაკო გვილია დაასახელა.

გამოკითხულთა უმრავლესობამ, 54.1 პროცენტმა ხმა სწორედ გვილიას მისცა. მეორე ადგილზე 32%-ით მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 4.8%-ით დანიური "სილკებორგის" ფორვარდმა დავით სხრიტლაძემ დაიკავა.

მკითხველს არჩევანის გაკეთება 8 ქართველ ლეგიონერს შორის შეეძლო. გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 2834-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვის სრული შედეგები კი ასე გამოიყურება:

ვაკო გვილია - 1534 (54.1%)
ჯანო ანანიძე - 907 (32%)
დავით სხირტლაძე - 136 (4.8%)
გიორგი ლორია - 124 (4.4%)
დავით ხოჭოლავა -75 (2.6%)
გიორგი ჭანტურია - 26 (0.9%)
გიორგი მერებაშვილი - 21 (0.7%)
შოთა გრიგალაშვილი - 11 (0.4%)
მკითხველის კომენტარები / 6 /
გვალია რა თქმა უნდა იმსახურებს შექებას, თუმცა მგონია, რომ სექტემებრის საუკეთესოობა ნაკრებში ოქტომბერში ჩატარებული თამაშებით მოიპოვა.
სექტემბერში კი ვინ უკრაინის ჩემპინატს ადევნებდა თვალს დამეთანხმება თავი ყველაზე მეტად ხოჭოლავამ გამოიჩინა, ტურის სიმბოლურებშიც მოხვდა რამდენჯერმე.
Irakli-fan
17:18 13-10-2016
0
სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე ჯანოა!!ჯანოს თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ მარტო მის მიერ გატანილი გოლები რად ღირს?! გვილია ნამდვილად იმსახურებს ქებას მაგრამ "ირაკლი-FAN"-ს ვეთანხმები ოქტომბერში ნაკრებში ჩატარებული მატჩებით მიიღო ეს ხმები!!წარმატებები ორივეს და სამივეს!!!
zaza
18:25 13-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული