ჰარი რედნაპი: ლუის სუარესი? ფანატებს სადამ ჰუსეინის გოლებიც გაახარებთ

AutoSharing Option
"ქუინზ პარკის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა "ლივერპულის" თავდამსხმელით, ლუის სუარესით უკმაყოფილება არ დამალა.

"თავდადება და პატივისცემა სუარესისთვის არაფერს ნიშნავს. მას საერთოდ არ ანაღვლებს კლუბის ხელმძღვანელების, თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების აზრი. არადა, ფანატები მზად არიან, მისი რასისტული გამოხდომებიც კი აიტანონ.

სუარესს კლუბი არ აინტერესებს, მხოლოდ საკუთარ თავსა და კარიერაზე ფიქრობს. მე რომ "ლივერპულის" გულშემატკივარი ვიყო, არაფრის დიდებით დავუჭერდი მისთანა ფეხბურთელს მხარს.

მაგრამ ფანები ფეხბურთელის ხასიათს ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მათთვის მთავარია, რომ ფეხბურთელი კარგად თამაშობდეს. ისინი მზად არიან, თვით სადამ ჰუსეინის სახელიც კი
ადიდონ, თუკი ის მათი გუნდისთვის გოლებს გაიტანს",
- უთხრა რედნაპმა ინტერვიუში ESPN-ს.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი კლუბთან განშორებას ეშურება, რადგან სურს, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზოს; "ლივერპულში" კი, რომელმაც გასულ სეზონში მეშვიდე ადგილი დაიკავა, წელს ამის საშუალება ფეხბურთელს არ მიეცემა.

თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა არ ჩქარობს ურუგვაელთან განშორებას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "რეალი".

ასევე იხილეთ:
ედინსონ კავანი: ბრენდან როჯერსმა, სანამ რამეს იტყვის, ჯერ სიტყვების მნიშვნელობა გაიგოს
ბრენდან როჯერსი: ლუის სუარესი მალე მიხვდება, რომ მას არ გავუშვებთ
ლუის სუარესმა ყველა დაღალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული