16, 18 და 20-წლამდელებთა მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ფრეისინგში მიმდინარე კენჭისყრაზე პირველად საქართველოს სახელი 16-წლამდელებში გაჟღერდა.

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები 19–29 აგვისტოს რუმინეთის დედაქალაქ ბუდამეშტში გაიმართება.

გია კაზანჯიანის გუნდი, რომელიც B დივიზიონში გამოდის, კენჭისყრის შედეგად C ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:

C ჯგუფი

მონტენეგრო
საქართველო
რუმინეთი
ბოსნია
ესტონეთი

* * *

რაც შეეხება 18-წლამდელებს, საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიხეილ ბერუაშვილი წვრთნის, D ჯგუფში მოხვდა. 

D ჯგუფი
ჰოლანდია
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
ბოსნია

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები 9–19 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.

* * *

20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ ევროსეზონში დიდ წარმატებას მიაღწია. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა B დივიზიონი მოიგო.

შესაბამისად, ჩვენმა ნაკრებმა ელიტარულ - A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უსტიაშვილის გუნდი C ჯგუფში მოხვდა.

C ჯგუფი
ლატვია
თურქეთი
ესპანეთი
საქართველო

20-წლამდელთა ევროპის ჩემნიონატის ფინალური ეტაპი (A დივიზიონი) 12–22 ივლისს სლოვენიაში გაიმართება.

მომზადებულია gbf-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული