16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები 19–29 აგვისტოს რუმინეთის დედაქალაქ ბუდამეშტში გაიმართება.
გია კაზანჯიანის გუნდი, რომელიც B დივიზიონში გამოდის, კენჭისყრის შედეგად C ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:
C ჯგუფი
მონტენეგრო
საქართველო
რუმინეთი
ბოსნია
ესტონეთი
* * *
რაც შეეხება 18-წლამდელებს, საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიხეილ ბერუაშვილი წვრთნის, D ჯგუფში მოხვდა.
D ჯგუფი
ჰოლანდია
საქართველო
პორტუგალია
ბელგია
ბოსნია
18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები 9–19 აგვისტოს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.
20-წლამდელთა ნაკრებმა გასულ ევროსეზონში დიდ წარმატებას მიაღწია. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა B დივიზიონი მოიგო.
შესაბამისად, ჩვენმა ნაკრებმა ელიტარულ - A დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უსტიაშვილის გუნდი C ჯგუფში მოხვდა.
C ჯგუფი
ლატვია
თურქეთი
ესპანეთი
საქართველო
20-წლამდელთა ევროპის ჩემნიონატის ფინალური ეტაპი (A დივიზიონი) 12–22 ივლისს სლოვენიაში გაიმართება.
მომზადებულია gbf-ის მიხედვით