20-წლამდელთა მორიგი მარცხი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში ესტონეთთან საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში თანაბრად ითამაშა.

მეოთხე ათწუთეულის წინ ჩვენი გუნდი 63:60-ს აგებდა, თუმცა გადამწყვეტ პერიოდში ბალტიისპირელებმა უკეთ ითამაშეს და წლეულს ქართველებს მესამედ აჯობეს (ორჯერ ამხანაგურად).

ქართველთაგან ორმაგი დუბლი ბექა ბურჯანაძემ შეასრულა (21 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო ვიცე-ბომბარდირი მეფარე ირაკლი ალხანაიძე გახდა - 17 ქულა, 7 მოხსნა.

17 ივლისს, 22 საათზე, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩერნოგორიას დაუპირისპირდება, რომელმაც 16 ივლისს შვედეთთან 64:72 დათმო.

საქართველო-ესტონეთი 73:87
16:19, 20:24, 24:20, 13:24
საქართველო: ტეტელაშვილი (6 წთ),
ფხაკაძე (29 წთ, 12ქ, 5პ), სანაძე (34 წთ, 10ქ, 4მ), ბოქოლიშვილი (37 წთ, 7ქ, 5პ), თენიეშვილი (25 წთ, 4ქ, 7მ), ალხანაიძე (18 წთ, 17ქ, 7მ), როგავა (8 წთ), ლომინაშვილი (11 წთ, 2ქ), ბურჯანაძე (33 წთ, 21ქ, 11მ, 3პ).
ესტონეთი: ლაანე (12ქ, 6მ, 7პ), მეტსალუ (10ქ, 6მ), პუიდეტი (14ქ), პაასოია (13ქ, 11მ), რააპი (13ქ, 7მ), ნურგერი (17ქ, 9მ), ვაინო (8ქ).

მეოთხე პერიოდი რომ არა... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: გინდა ახტი, გინდა დახტი...
დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული