ზაზა ფაჩულიას ტრავმა აქვს - ითამაშებს თუ არა ქართველი "ჩიკაგოსთან", უცნობია

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას "დალასი" "ოკლაჰომასთან" 89:108 დამარცხდა. ამ შეხვედრაში "მავერიკსის" სასტარტო ხუთეულის არც ერთ წევრს არ უთამაშია, შესაბამისად, არც ზაზა ფაჩულიას.

როგორც ირკვევა, ამ ხუთეულიდან მხოლოდ ზაზას ჰქონდა მიზეზი უთამაშებლობის, დანარჩენები კი მწვრთნელმა დაასვენა. ზაზას თამაშამდე წვივსა და ქუსლზე მკურნალობდნენ ექიმები, შემდეგ კი გამოცხადდა, რომ არც ქართველი ცენტრი მიიღებდა თამაშში მონაწილეობას.

cbssports.com წერს, რომ ზაზას ტრავმის ხარისხი უცნობია და ის მატჩის წინ გამოჩნდება, როცა "დალასი" სტუმრად "ჩიკაგოს" დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 16 იანვარს გამთენიისას გაიმართება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ
ტეგი ზაზა ფაჩულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული