თორნიკე შენგელიას განცხადება ფედერაციაში მომხდარ სკანდალზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ლაბორალ კუჩას" მოთამაშე კალათბურთის ფედერაციაში მომხდარ სკანდალს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

- მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ

- კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

"მინდა გამოვეხმაურო საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მომხდარ ე. წ. სკანდალს.

კერძოდ, მამაჩემ კახა შენგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას მის ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ!

მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია და განვაცხადო, რომ თავი
დან ბოლომდე გვერდში ვუდგავარ და მხარს ვუჭერ მას, როგორც არა მარტო ჩემს მამას, არამედ კაცს, ადამიანს, რომლის მონდომება, თავდადება, აზრი და იდეა საქართველოს კალათბურთის განვითარების და აღორძინების შესახებ ზეპირად ვიცი.

ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ და არ დავწვრილმანდები ისევ მისი დაჟინებული თხოვნით, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გავერიო ამ სკანდალში. უბრალოდ, მინდა იცოდეს ყველამ, რომ თვალდახუჭული ვენდობი მის მიერ გაკეთებულ ყველანაირ გადაწყვეტილებას, რადგანაც მჯერა, რომ მისი თითოეული მოქმედების უკან საფუძვლიანი მიზეზები დევს!"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული