ცხენოსნობა... სად? თუ არა კოლხეთში

AutoSharing Option
ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისაგან ფაქტობრივად განუყოფელია ცხენოსნობის ტრადიცია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველ კოლხეთში არსებობდა ცხენის კულტი. ამის შესახებ შემონახულია ცნობები სხვადასხვა წყაროებში, მათ შორის, აპოლონიუს როდოსელის "არგონავტიკაში".

ბოლო დროს ტრადიციის გამოცოცხლება შეინიშნება და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა ცხენოსნური შეჯიბრებები. აბაშელების, მარტვილელების, ფოთელების კვალდაკვალ ახლა უკვე ხობელებმა დაუდეს სათავე ეროვნული სახეობების აღორძინებას.

რაიონის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თაოსნობით გაიმართა შეჯიბრებები ყაბახში და მარულაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 14 ადგილობრივი მხედარი. ყაბახში პირველი ადგილი არავის დაუთმო ვახტანგ უსანატოვმა
(ნოჯიხევი), მეორე ადგილზე გიორგი სახეიშვილი (გურიფული) გავიდა, მესამეზე მამუკა ქავთარაძე (ძველი ხიბულა).

მარულაში ადგილები ასე განაწილდა: 1.სლავა ნაჭყებია (ახალი ხიბულა), 2. მამუკა ქავთარაძე (ძველი ხიბულა), 3. ლევან ჯალაღონია (ახალი ხიბულა). პირველ ადგილზე გასულ მხედრებს საჩუქრად ველოსიპედები გადაეცათ, მეორე და მესამე ადგილეოსნები კი ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული