ბოლო დროს ტრადიციის გამოცოცხლება შეინიშნება და სამეგრელოს რამდენიმე რაიონში უკვე ჩატარდა ცხენოსნური შეჯიბრებები. აბაშელების, მარტვილელების, ფოთელების კვალდაკვალ ახლა უკვე ხობელებმა დაუდეს სათავე ეროვნული სახეობების აღორძინებას.
რაიონის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების თაოსნობით გაიმართა შეჯიბრებები ყაბახში და მარულაში. ღონისძიებაში მონაწილეობდა 14 ადგილობრივი მხედარი. ყაბახში პირველი ადგილი არავის დაუთმო ვახტანგ უსანატოვმა
მარულაში ადგილები ასე განაწილდა: 1.სლავა ნაჭყებია (ახალი ხიბულა), 2. მამუკა ქავთარაძე (ძველი ხიბულა), 3. ლევან ჯალაღონია (ახალი ხიბულა). პირველ ადგილზე გასულ მხედრებს საჩუქრად ველოსიპედები გადაეცათ, მეორე და მესამე ადგილეოსნები კი ფულადი პრიზებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"