გოჩა ვალიშვილის წარმატება ბარსელონაში

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გამართულ ევროპის მე-15 ჩემპიონატზე გოჯუ-რიუ კარატე დოში წარმატებას მიაწღია ქართველმა სპორტსმენმა - გოჩა ვალიშვილმა.

ჩემპიონატში, რომელიც მსოფლიო და ევროპის ფედერაციების (WGKF, EGKF) ეგიდით მიმდინარეობდა, გოჩა ვალიშვილმა ოსტატურ კლასში 35 წელს ზემოთ სპორტსმენებს შორის, დისციპლინაში - ინდივიდუალური კატა, მე-2 ადგილის და ვერცხლის თასის მოპოვება შეძლო.

ევროპის ჩემპიონაზტე საქართველოს გოჯუ-რიუ კარატე-დოს ფედერაციას, ფედერაციის პრეზიდენტი - ოთარ გრძელიშვილი წარმოადგენდა.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული