ჩვენები და სომხები

AutoSharing Option
ბაზალეთის ტბაზე დამთავრდა სქართველოს პირად-გუნდური ღია ჩემპიონატი (მთავარი მსაჯი მურად ჩხეიძე) კანოესა და საბაიდარო ნიჩბოსნობაში. თბილისის, ქუთაისის, ფოთის, რუსთავის, დუშეთის, მცხეთისა და სომხეთის წარმომადგენლები ორ ასაკობრივ ჯგუფში 500 და 200 მეტრზე ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას.

უფროსები. 500 მ. ვაჟები. ერთადგილიანი ბაიდარა. 1. ზაზა ჯიშკარიანი (ქუთაისი), 2. ლევან ვაზაგაშვილი (მცხეთა), 3. ლაშა კვაჭაძე (ფოთი). ერთადგილიანი კანოე. 1. ვარლამ ნადირაძე (მცხეთა), 2. ნიკა კურცია (რუსთავი), 3. აკო ჩაჩავა (ფოთი). ორადგილიანი ბაიდარა. 1. ზურაბ ქორქია და ზურაბ დოლიძე (ფოთი), 2. გიორგი მანაგაძე და ვასილ
მანაგაძე (ქუთაისი), 3. ლევან სოსელია და სტანისლავ პესტოვი (მცხეთა). ორადგილიანი კანოე. 1. ვასილ პესტოვი და ნიკოლოზ პესტოვი (მცხეთა), 2. ბესიკ ჩაჩანიძე და გია გელდიაშვილი (რუსთავი), 3. ელდარ ბაბაიანი და ედგარ ბაბაიანი (სომხეთი). გოგონები. ორადგილიანი ბაიდარა. 1. თეონა შაბურიშვილი და მადონა ყარსიმაშვილი (დუშეთი), 2. ქეთი გამყრელიძე და მარიამ არბულიშვილი (მცხეთა), 3. სალომე ყაველაშვილი და ეკა მონასელიძე (თბილისი).

უმცროსი ასაკი. 200 მეტრი. ვაჟები. ერთადგილიანი ბაიდარა. 1. ბადრი ყველაშვილი (თბილისი), 2. გიორგი მარტოლეკი (მცხეთა). 3. შალვა ტაბატაძე (ქუთაისი). ერთადგილიანი კანოე. 1. ზაზა ნადირაძე (მცხეთა), 2. ბესო ჩაჩანიძე (რუსთავი), 3. ალეკო კუპრეიშვილი (ფოთი). ორადგილიანი ბაიდარა. 1. გიორგი გოგელაშვილი და ემზარ კიკალიშვილი (ქუთაისი), 2. აიკ გასპარიანი და ვაგან სტეპანიანი (სომხეთი), 3. ნიკო ბოდაველი და გიორგი ელბაქიძე (დუშეთი). გოგონები. ერთადგილიანი ბაიდარა. 1. ეკა შაბურიშვილი (დუშეთი), 2. ანა გვილავა (მცხეთა), 3. სალომე ყაველაშვილი (თბილისი).
გუნდური ადგილები: 1. მცხეთა (118), 2. დუშეთი (86), 3. თბილისი (70 ქულა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული