ფრანგი ვეტერანის ჰეთ-თრიკი

AutoSharing Option
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონების კლუბს 31 ივლისს კიდევ ერთი სპორტსმენი შეემატა. 44 წლის ფრანგმა ტონი ესტანგემ სიდნეისა (2000 წელი) და ათენის (2004) შედეგი გაიმეორა და ერთადგილიანი კანოეთი კარიერაში მესამე ოქრო მოიპოვა.

ამ ტიტულების მიუხედავად, ეტანგე არ განიხილებოდა გუშინდელი სტარტის ფავორიტად. უპირატესობას 33 წლის სლოვაკ მიხალ მარტიკანს ანიჭებდნენ, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იყო და ჯამში ოთხი ოლიმპიური მედლით იწონებდა თავს.

მაგრამ მარტიკანმა აშკარად ჩააგდო თავისი ცდა. მართალია, მან უშეცდომოდ გაიარა მთელი დისტანცია და ჯარიმა თავიდან აიცილა, მაგრამ ამისთვის დრო საკმარისად ბევრი დახარჯა.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სლოვაკს ვერცხლიც სანატრელი გაუხდა, რადგან მას ახალგაზრდა გერმანელმა, 22 წლის სიდერის ტასიადისმა გაუსწრო.

ფრანგის გამარჯვება კი მართლაც გმირობის ტოლფასი იყო. ეტანგემ პეკინში მეცხრე ადგილი დაიკავა და არავის ეგონა, რომ ის გააგრძელებდა კარიერას, მაგრამ ფრანგი დარჩა დიდ სპორტში, ამ ოთხი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია და დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა, რამაც მას ოლიმპიადის მესამე ოქრო მოუტანა.

რაც შეეხება 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრებას, ეტანგემ ამგვარი პერსპექტივისგან თავი შორს დაიჭირა და სპორტიდან წასვლა დაადასტურა.

კაცები
ერთადგილიანი კანოე
1. ტონი ესტანგე (საფ) 97.06
2. სიდერის ტაისადისი (გერ) +1.03
3. მიხალ მარტიკანი (სლოვაკ) +1.25
4. ანდერ ელოსეგი (ესპ) +5.55
5. სტანისლავ იეჟეკი (ჩეხ) +8.67
6. კინანი მალეი (ავსტრა) +10.02
7. ტაკუია ჰანედა (იაპ) +13.56
8. ბენჯამინ შავშეკი (სლოვენ) +122.89

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული