ჩინეთი და შვედეთი ოლიმპიადას შესაძლოა დანაკლისით შეხვდნენ

AutoSharing Option
სერიოზული დანაკლისი განიცადა ჩინეთის მამაკაც ტანმოვარჯიშეთა ნაკრებმა. ბოლო ვარჯიშის დროს ხელის რთული ტრავმა მიიღო 27 წლის ტენგ ჰაიბინმა. ამიტომაც მას ტრიბუნებიდან მოუწევს ოლიმპიადის პერიპეტიებისთვის თვალის მიდევნება.

ჩინეთის ნაკრების ხელმძღვანელობას არ დაუზუსტებია ჰაიბინის ტრავმის მიზეზი, მაგრამ, როგორც ჟურნალისტები წერენ, ვარჯიშის დროს ის რამდენჯერმე გადმოვარდა ტაიჭიდან.

ტენგ ჰაიბინი ჩინეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. ის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და ათენის თამაშების გამარჯვებული გახლავთ.

* * *

შესაძლოა, ოლიმპიადის გამოტოვება მოუწიოს შვედეთის მოცურავეთა ნაკრების მთავარ იმედს, 34 წლის ტერეზა ალშამარს. ბოლო ორი დღეა, მას
კისრის ტრავმა აწუხებს.

ალშამარი მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია, ოლიმპიადაზე კი ორი ვერცხლი და ერთ ბრინჯაო აქვს მოპოვებული.

ლონდონში შვედი მოცურავე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა თავისუფალი სტილით 50 და 100 მეტრზე ცურვაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული