ვაჟებში სტუმრებმა გვაჯობეს

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში გრძელდება შოთა ქველიაშვილის თასის ღია გათამაშება ტყვიის სროლაში. როგორც გაცნობეთ, შეჯიბრებაში ქართველ მსროლელებთან ერთად აზერბაიჯანელთა 17-კაციანი გუნდიც მონაწილეობს, მთლიანად ტურნირში კი, რომელიც მხოოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, 50-მდე მსროლელი გამოდის.

გუშინ შეჯიბრებები ვაჟებსა და ახალგაზრდა გოგონებს შორის გაიმართა. ვაჟებში სტუმრებმა დიდი უპირატესობით იმარჯვეს - რასულ მამედოვმა და რუსლან ლუნიოვმა 666,5 ქულა დააგროვეს და ოქრო-ვერცხლი ერთმანეთში ასეთივე თანმიმდევრობით გაინაწილეს, ბრინჯაო კი მასპინძელ ლევან ქადაგიძეს ერგო - 665,1 ქულა.

სამაგიეროდ, ჩვენებმა სამივე მედალი დაისაკუთრეს ახალგაზრდა გოგონათა შეჯიბრებაში. აქ
პირველობა არავის დათმო ქუთაისელმა ნინო ფანჩულიძემ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ამჯერად 367 ქულით დაასრულა. ეს საგრძნობლად ჩამორჩება მის პირად რეკორდს - 374 ქულას, რაც ამ გაზაფხულზე მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზე აჩვენა. ვერცხლი 366-ქულიანმა ანა გაგილაძემ მოიპოვა, ბრინჯაოს კი ნია ხაჩიძე დაეუფლა 356 ქულით.

შეჯიბრება დღეს დამთავრდება ახალგაზრდა ვაჟთა ტურნირით.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული