
სამხრეთ კორეის K LEAGUE 1-ის მე-13 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" "სეულს" უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა, სადაც ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა.
ჩვენებურმა მეტოქის კარი 49-ე და 68-ე წუთებზე აიღო. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე ზუსტი 5 დარტყმა ფიქსირდება.
ყაზაიშვილის გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს. "ულსან ჰიუნდაიმ" 13 ტურში 11-ჯერ იმარჯვა, 1 მატჩი ფრედ დაასრულა, ერთხელაც კი დამარცხდა, რის შედეგადაც 34 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე მყოფ "სეულს" 11 ქულით უსწრებს.