ფეხბურთისხვადასხვა
"თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს ინტერი იყო" - სიმონე ინძაგი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ
ნიკალა მახარობლიშვილი
10:00/11-11-2024
+-

სერია A-ს მე-11 ტურში "ინტერისა" და "ნაპოლის" (1:1) დაპირისპირების შემდეგ "ნერაძურის" მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

იტალიელი სპეციალისტის თქმით, "ინტერი" მეტოქეზე უკეთესი იყო და გამარჯვებას იმსახურებდა.

"ჩემ გუნდს შესანიშნავ თამაშს ვულოცავ, თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ეს "ინტერი" იყო. მეორე ტაიმში მეტოქე დავჩაგრეთ.

გოლი სტანდარტული სიტუაციიდან გავუშვით და უკეთესები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ ხელები არ ჩამოვუშვით და ბევრი ვიბრძოლეთ.

მას შემდეგ, რაც "არსენალთან" ურთულესი შეხვედრა ჩავატარეთ და დიდი ენერგია დავხარჯეთ, ნამდვილად არ მეგონა, რომ ასე ვითამაშებდით", - განაცხადა ინძაგიმ DAZN-თან ინტერვიუში.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
1
სამართალი
(1)
/
Dislike(2)
ბოლო წუთზე სიმეონეს გაეტანა გოლი და რასაც იმსახურებდით იმასაც ვნახავდით
2:50:08 PM 11/11/2024
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2