
ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ „ლილს“ უმასპინძლებს. პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა:
დონარუმა, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, მენდეში, ნევეში, ფაბიანი, დუე, რამუში, დემბელე, ბარკოლა.
ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოა და ალბათ, შეცვლაზე შევა.
მატჩი "პარკ დე პრენსზე" თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.