
TuttoSport-ის ინფორმაციით, "ნაპოლის" საკუთრებაში მყოფმა და ამჟამად "გალათასარაიში" იჯარით მოთამაშე ვიქტორ ოსიმენმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.
ნიგერიელმა "წითელ ეშმაკებთან" თავის ხელფასზე მოილაპარაკა და ახლა "პარტენოპეისთან" გარიგება დარჩა, რომელიც ფეხბურთელს 75 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს.
თუ ინგლისურმა გრანდმა იტალიურ გუნდთან შეთანხმება ვერ მოახერხა, მაშინ "იფსვიჩის" ფორვარდის ლიამ დელაპის ტრანსფერზე გადაერთვება, რომელიც გაცილებით იაფი დაუჯდება.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ოსიმენმა "გალათასარაის" ფორმა ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მოირგო, სადაც 29 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.