TOP.GE
ფეხბურთილეგიონერები
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
16:06/16-05-2025
+-

 „გაძეტა დელო სპორტის“ ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ რადიო Marte-ს ეთერში „ნაპოლისა“ და გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის შესახებ ისაუბრა, რომელიც გადაცემის (Forza Napoli Sempre) წამყვანის, ჯანლუკა ჯიფუნის თქმით, თავიდანვე გახდა პსჟ-ში ჩემპიონთა ლიგის მთავარი გმირი:

 

„ნუთუ მართლა ასე დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი ჩემპიონის გასხვისებაზე დათანხმების შედეგად, როგორიც ქართველია, კლუბმა ისარგებლა? კვარაცხელიამ წარუშლელი კვალი დატოვა მისი ყველაზე მგზნებარე გულშემატკივრების გონებასა და გულებში, რომლებსაც ბოლო სეზონებში ხვიჩას ღირსეულად დაფასების შესაძლებლობა ჰქონდათ. ასეთი ფეხბურთელის გარეშე ჩემპიონის ტიტულის მოპოვება რაღაც განსაკუთრებული იქნება. ის ნებისმიერი რაციონალური ლოგიკის მიღმა მყოფი მოთამაშე, გამორჩეული ჩემპიონია. „ნაპოლის“ მიერ მისმა გაყიდვამ ყველა კი არ გაახარა, არამედ გააღიზიანა. თუ სკუდეტოს მოიგებენ, ეს სასწაული იქნება, თუ არა - იმედგაცრუება. ამას შემდეგ კვირაში გავიგებთ? მე უკვე ვიცი, მაგრამ არ გეტყვით (იცინის).

 

თუ ჩემპიონები გახდებიან, არასწორი იქნება იმის მიჩნევა, თითქოს „კვარას“ ამაში წვლილი არ მიუძღვის და მისი მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა გახდება“.

(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
4
ჟორა
(2)
/
Dislike(8)
ერთდროულად იტალიის და საფრანგეთის ჩემპიონობა რა ნაპოლეონია??
12:47:56 PM 5/17/2025
გამოხმაურება(0)
გივი
(1)
/
Dislike(6)
ყაველამ რაო?
11:25:06 AM 5/17/2025
გამოხმაურება(1)
Porto
Dislike(1)
/
Dislike(1)
გივიიიი ჩვენ ვართ გივიიიი წავიდნენ ისინი მუ გეშინია გამოდი :))))))))))))))))))
2:28:07 PM 5/17/2025
სიახლეები
სიახლეებიპოპულარული
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2