საქართველოს 7-ქალამ ბონის საერთაშორისო ტურნირზე, მეორე სათამაშო დღეს, ერთი გამარჯვება მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.

18 მაისს გერმანია1-თან 0:32-ისა და ბელგიასთან 10:40-ის შემდეგ, გოგონებმა გერმანია2 32:7 დაამარცხეს.ბელგიელებს ლელოები თეონა ჩიტაიშვილმა და ანა პოღოსიანმა გაუტანეს, გერმანია2-თან კი თავი ანა ხაბულიანმა, ანა დათიაშვილმა, მარიამ გოგუაძემ, მანონი საღარაძემ და ანი კაპანაძემ გამოიჩინეს.

ჩვენი 7-ქალა წელს პირველად ითამაშებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე და მთავარი მწვრთნელის, ჯაბა მალაღურაძის თქმით, გოგონებს ბონში მიღებული გამოცდილება დიდ სამსახურს გაუწევს:

„ზოგადად მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ სხვა მიზნები გვქონდა და ვფიქრობ, ამოცანას თავი კარგად გავართვით. დიდი ხანია რაგბი7 არ გვითამაშია და მნიშვნელოვანი იყო სათამაშო გეგმის გახსენება, იმ ხარვეზების დანახვა, რომელთა გამოსწორებაზეც დარჩენილ დროში უნდა ვიმუშაოთ. გარდა ამისა, გოგონებს მივეცით სათამაშო დრო, რათა ქონოდათ საკუთარი ძალების წარმოჩენის შესაძლებლობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა მათგანს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ვეთამაშეთ გუნდებს, რომლებიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი კონკურენტები არიან“.

„ჩემპიონატზე შედეგი მნიშვნელოვანია და ახლა ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მინიმუმამდე დავიყვანოთ შეცდომები. თუ ამას მოვახერხებთ, აუცილებლად გვექნება წარმატება და ეს გასულმა წლებმაც არაერთხელ დაგვანახა. ფიზიკურად, ტექნიკურად და ტაქტიკურად კარგად ვართ მომზადებული, ამ ტურნირმა თავდაჯერებულობა შეგვმატა და მაქვს მოლოდინი, რომ ჩემპიონატში აუცილებლად შევძლებთ ადგილის შენარჩუნებას“.

გერმანიიდან გოგონები საფრანგეთში გადაინაცვლებენ და ქალაქ ტურში 5-დღიან შეკრებას გაივლიან. მზადების ფარგლებში ადგილობრივ რეგიონალურ ნაკრებთან ამხანაგური თამაშები იქნება, 24-25 მაისს კი საქართველოს 7-ქალა ტურის ტრადიციულ ტურნირში ჩაერთვება, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. იქ მათ ირმა გულიაშვილი შეუერთდება, რომელიც სარაგბო კარიერას ესპანეთში აგრძელებს.

„გერმანიიდან კირა დანელია საქართველოში ბრუნდება. მინდა მას მადლობა გადავუხადო! კირამ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა და სამომავლოდ საქართველოს ნაკრებს დიდ სამსახურს გაუწევს. მის ნაცვლად 1-წლიანი შესვენების შემდეგ ირმა გულიაშვილი დაგვემატება, რომელსაც რაგბი არ შეუწყვეტია და ესპანეთში რეგულარულად თამაშობდა (რაგბი 15-ს და 7-ს). ახლა ის სანაკრებო სივრცესაც უბრუნდება. ტურში ჩვენი მიზანი შეთამაშება იქნება, რათა სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ ივნისში გასამართ რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ - აღნიშნავს ჯაბა მალაღურაძე.

7-ქალას შემადგენლობა ბონისა და ტურის ტურნირებზე

სალომე მაკასარაშვილი, თეონა ჩიტაიშვილი, ანა დათიაშვილი, ანი კაპანაძე, ანა პოღოსიანი, კირა დანელია, მანონი საღარაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, ლიკა ხუფენია, ნინო წიკლაური, ანა ხაბულიანი, ნინო გუგუჩია, მარიამ ბერანძე, ანასტასია ახვლედიანი, ანნა რურუა, ირმა გულიაშვილი.

Rugby.ge

"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
ლაკაზეტი საუდის არაბეთის გუნდის ფეხბურთელი გახდა
"შავი ლომი" | პირველ ჯგუფში ჩელენჯ თასზე
არისაბალაგა "ჩელსიდან" "არსენალში" გადავიდა
პსჟ-ს ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნებას აპირებს
პსჟ ფაბიან რუისს ვერ შეელევა
"ტორპედომ" გვინეა ბისაუს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
9 თვის შემდეგ - დანი კარვახალი მოედანს უბრუნდება
"ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა" - დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
[VIDEO] სრული შოკი - "მანჩესტერ სიტი" "ალ ჰილალთან" დამარცხდა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს გამოეთიშა
[VIDEO] მხითარიანს "ფლუმინენსეს" მწვრთველთან კონფლიქტი მოუვიდა - "ინტერი" საკლუბო მუნდიალს დაემშვიდობა
მსოფლიოს არგენტინელი ჩემპიონი: პსჟ-ს 7 ნომერი ვარსკვლავია - პარიზული გუნდი მსოფლიოში საუკეთესოა
"ბორჯღალოსნები" | თამაშის კვირა
Areanapoli: საქართველო ტალანტების სამჭედლოა, ბართიშვილი - დაუმუშავებელი ბრილიანტი
კონტემ "ბაიერნის" ვარსკვლავის დამატება მოისურვა
ძაკარდო: ხვიჩა ნეაპოლში უნდა დაბრუნდეს - "ახალი კვარა"?
პსჟ-ს დამარცხებამაც ვერ უშველა - "ბოტაფოგოს" მწვრთნელი გადააყენეს
მიქაუტაძის "ლიონს" ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კლუბში დიდი ცვლილებებია
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
18-წლამდელთა B ლიგის ჩემპიონი ვსა გახდა | ვერცხლი აჭარის ნაკრებს ერგო
მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა