
საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას თავისი კერპი კრიშტიანო რონალდო არ ავიწყდება და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პორტუგალიელის საპატივსაცემო Instagram Story უკვე მეორედ გამოაქვეყნა.
ჩვენებურმა თავდაპირველად bleacher report-ის მომზადებული ფოტო ატვირთა, სადაც ბავშვი ხვიჩა ტელევიზორში კრიშტიანოს თამაშს უყურებს და თავისი კერპის ბრწყინვალე ასპარეზობით ტკბება.
დღეს კი უკვე კვარაცხელიამ ატვირთა ფოტო, რომელიც რონალდოს საქართველოში ყოფნის პერიოდშია გადაღებული. მოგეხსენებათ, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემია ოფიციალურად 2013 წლის 7 ივლისს გაიხსნა. გახნსის ცერემონიალს ცნობილი ფეხბურთელები - კრიშტიანუ რონალდო და ანდრეი შევჩენკო ესწრებოდნენ, ხვიჩა კი მაგ დროს "დინამოს" აკადემიაში ვარჯიშობდა.
სურათზე ბავშვ კვარაცხელიას რონალდოს გვერდით, ხოლო შემდეგ ქვედა ვერსიაზე კი ორივეს ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ვხედავთ.