მილტონ ჰეიგი ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შეხვდა

AutoSharing Option
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი, მილთონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, სანაკრებო ვერტიკალზე (20-წლამდელები, 18-წლამდელები, აკადემია, 7-კაცა) მომუშავე მწვრთნელებს შეხვდნენ და მათ გასული წლის ნოემბრის კამპანიის მიზნებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრეს.

"ეს ძალიან კარგია კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის. ასეთი მასშტაბური შეხვედრები, რომელსაც მთელს სანაკრებო ვერტიკალზე მომუშავე მწვრთნელები ესწრებიან, წელიწადში სამჯერ, ყოველი სანაკრებო კამპანიის დასრულების შემდეგ იმართება“ - ამბობს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე.

კონკრეტულად დღევანდელი შეხვედრის თემას ნოემბრის ტესტ-მატჩები წარმოადგენდა. ჰეიგთან ერთად, თითოეული პოზიციის მწვრთნელმა თუ სპეციალისტმა (შეტევის, დაცვის, შერკინების, ფიზ.მომზადების), დეტალურად ისაუბრა
განვლილ პერიოდზე, დასახულ ამოცანებზე და მიღწეულ შედეგებზე.

"ეს იყო ინფორმაციული შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჩვენი მიზანია, რომ სანაკრებო ვერტიკალზე ყველა მწვრთნელმა იცოდეს რა კეთდება ეროვნულ ნაკრებში, რათა ასაკობრივ გუნდებშიც იგივე მეთოდოლოგია დაინერგოს და არ გვქონდეს წყვეტა“ - ამბობს ხურციძე.

სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს შორის მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება, შემდეგი ასეთი მასშტაბური შეხვედრა კი რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩატარდება.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს არის მაგალითი იმისა, რომ თუ საქმის კეთება გინდა და ამასთან ერთად გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ, აუცილებლად მოდის შედეგი, მშვიდადა ვარ ამ მხრივ რაგბის მიმართ, ასეთი საქმისადმი მიდგომით შორს აღარაა ის დრო, როცა ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე სინჯის მედალს კბილით მოვსინჯავთ.
ბმბ
11:46 26-01-2018
0
რაგბის ფედერაციას კარგა ხანია ბადალი არა ჰყავს სპორტის სათამაშო სახეობებში... ფეხბუთშიც რომ გაეზიარებინათ მსგავსი პრაქტიკა(და ბევრი სხვა) ურიგო არ იქნებოდა, მაგრამ ეტყობა დეპუტატს არა სცალია.
emigranti
03:15 26-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ