უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ევროპირველობის ნახევარფინალში პორტუგალია 25:0 დაამარცხეს

AutoSharing Option
28 მარტს, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში კონტინენტის ჩემპიონატის ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 სძლია და ფინალში გავიდა.

მატჩი ქართველი მორაგბეების სრული უპირატესობით წარიმართა, მათ პირველ ტაიმში 2, ხოლო მეორეში 3 ლელო დადეს ( გარდასახვები ვერ გამოიყენეს) და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

31 მარტს, ფინალში ჩვენი გუნდი ზედიზედ მეოთხედ საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ესპანეთს 38:7 მოუგო.

საქართველო:
15. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 14. ოთარ ლაშხი, 13. დემურ თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. ნიკა ცინცაძე, 9. მიხეილ ალანია. 1. დავით აბდუშელიშვილი, 2.
საბა კურატიშვილი, 3. ლუკა ჭელიძე, 4. ტარიელ გვიმრაძე, 5. ვლადიმერ ჩაჩანიძე. 6. ბექა ყორიაული, 7. იოანე იაშაღიშვილი, 8. გიგი შეშკაშელი.
16. ირაკლი მჭედლიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. ხვიჩა ცოფურაშვილი, 19. ლუკა მაჭარაშვილი, 20. ნიკოლოზ ღამბაშიძე, 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. გიორგი თევდორაძე, 23. ირაკლი სიმსივე
5ლ: ქავთარაძე (2), ალანია, მჭედლიძე, კარკაძე.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგია ზედიზედ მეოთხე ფინალი. ძალიან მინდა საფრანგეთის დამარცხება, მაგრამ ვერ ვიტყოდი რომ იმედიანად ვარ. ჩვენი თამაშის სტილი " ჯაჯგურ ჯაჯგურ " საკმარისი არ იქნება ფრანგებთან გასამარჯვებლად. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს.
irakli81
29 მარტი 2018 14:57
0
წარმატებები ბიჭებო!!!
soxumeli
29 მარტი 2018 11:42
0
24:10 დამთავრდა თამაში (ორი ლელო დაგვიდეს) - თანაც 21:10 ანგარიშზე ჩვენებმა საჯარიმო დაარტყეს თამაშის დაძაბულობიდან გამომდინარე. პორტუგალია მაქსიმუმზე გაიხარჯა, ჩვენები კი აშკარად საფრანგეთთან თამაშზე ფიქრობდნენ და კინაღამ პრობლემები შეგვექმნა. მსაჯი ის იდიოტი რუმინელი იყო ესპანეთს რომ ბელგიასთან წააგებინა და ეს თამაშიც უაღრესად იდიოტურად იმსაჯა - თანაც მგონი მარტო ჩვენ გვაჯარიმებდა. ჩემდა გასაკვირვად, ლაივში როგორც ისმოდა, ტრიბუნებზე პორტუგალიას მეტი მხარდამჭერი ჰყავდა.
ramaz
29 მარტი 2018 04:28
4
თამაში მოგებულია-რამაზ! და რომ გადაწვდით ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, სამომავლოდ საქართველოს ინტერესებიstvis mavned, თუ როგორ იმსაჯა ამ referim მავანთან, და თანაც იდიოტად მოიხსენიეთ,რისთვის?რომ momavalshi Tu ki gaecno amgvar komentarebs,ეს ადამიანიც ,kargia Tu cudi ara aqvs mniShvneloba, postfaqtum,ჩვენივე წინწასწრებითი წამოძახილებით ,საქრთველოსთვის,მტრად გავიხადოთ?"ჩვენივე ხელით"?ხალხური სიბრძნეა საუკუნოვანი,გაჩუმება ზოგჯერ-ბაჯაღლო ოქროაო და თქმაც მაშინ სჯობს თუ კი ქართველთა გაMAძლიერებლადაა თქმული, saმomaვლoდ და თანაც დროულადaa თქმuli "ბრძოლისას"ან მანამდე,არა მერმე. ...ვიცი, რომ სულელი ასწავლის და ჭკვიანი კი სწავლობს.მოდით ერთად ვისწავლოთ, დაფიქრებით თქმა სხვისგან და სხვათათვის "სწავლისა" გარეშე,საქმისთვის,ქართველთა საქმისთვის უვნებლად , სარგებლით momavalshi.ვისწვლოთ თქმაც da ketebac ნაფიქრით....ყველაფერში არა მარტო რაგბის ამ ინციდენტთან დაკვშირებულ კომენტირებაში....
Georgian, I Am.
29 მარტი 2018 12:45
3
ჰაჰაჰაჰა სხვა თამაშს უყურე აშკარად ! თუ ჩვენი არ გჯერა ჩანაწერი მაინც ნახე :)
kafka
29 მარტი 2018 11:52
0
ყველა გამოხმაურება
საფრანგეთის დროც დადგა მე მგონი უკვე! დარტყმებზე იმუშავეთ ბიჭებო 5 დარტყმის გაცუდება შეიძლება საფრანგეთთან წაგებად დაგვიჯდეს!
გენო
28 მარტი 2018 22:40
1
მოიცა და ტყუილი რა ვთქვი?
გენო
29 მარტი 2018 21:44
0
თამაში სად ნახე?რა სტრიმია?
tazo
29 მარტი 2018 13:37
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ