ლადო კილასონია: თითოეული სამხრეთ აფრიკელის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან დამარცხდა 14:55. ნამატჩევს კომენტარი უმცროს "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"აფრიკელები ფიზიკურად დიდი და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. თითოეული მათი შემტევის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა, თავად კი ერთი-ერთზე გვაჩერებდნენ. პირველ ტაიმში ვერ გავუჩერეთ რაქი, ჰქონდათ უზადო ხელის ტექნიკა, ფაქტობრივად, მთელი 40 წუთი უკანა ფეხზე ვითამაშეთ და პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით გამოვასწორეთ, უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, მეტოქეს ავყევით ტემპში. მსოფლიო თასის წინ, ჩვენთვის ეს
თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ძალიან ბევრი რამ დაგვანახა, რაზეც სამუშაო გვაქვს და რაც არ ჩანს დაბალი ტემპის შეხვედრებში. ეს იყო სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდი და მათთან თამაშმა უდიდესი სარგებელი მოგვიტანა.

აფრიკელებთან მეორე თამაშისთვის ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ. თუ ჩვენ რაღაც დეტალებს არ გამოვასწორებთ და მეტოქეს მეორე მატჩშიც სწრაფი ბურთი ექნება, მაშინ კვლავ უშანსოდ დავრჩებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
გასაგებია რო ეგენი ჩრდილოეთ ევროპის შთამომავლები არიან და მაღლები იზრდებიან, მაგრამ შეიძლება არიყო მათი სიმაღლე და უფრო ძლიერი იყო ფიზიკურად. ჩვენები ძალიან სუსტები არიან
ირაკლი
08:39 17-04-2018
0
ზოგადად ფერადკანიანების კუნთოვანი ქსოვილი ადრე აღწევს ჩამოყალიბებას, მაგრამ თეთრები ყავთ ნახევარზე მეტი და... 18 - წლამდელთა ჩემპიონატი, რომ გაიმართა საქართველოში - მაშინაც აშკარა იყო ფიზიკაში ჩვენი ჩამორჩენა და დასაფიქრებელია, სადღაც პრობლემაა. კლასში ჩამორჩენა გასაგებია, მაგრამ ფიზიკურადაც თუ ვერ ვვითარდებით ე.ი ვარჯიშების სისტემის თუ სამედიცინო კუთხითაც ძალიან ჩამოვრჩით და...
levani
17:52 14-04-2018
1