ლადო კილასონია: თითოეული სამხრეთ აფრიკელის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკული ტურნეს პირველ მატჩში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან დამარცხდა 14:55. ნამატჩევს კომენტარი უმცროს "ბორჯღალოსანთა" ერთ-ერთმა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გააკეთა:

"აფრიკელები ფიზიკურად დიდი და ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები იყვნენ. თითოეული მათი შემტევის შეჩერებას 2-3 კაცი სჭირდებოდა, თავად კი ერთი-ერთზე გვაჩერებდნენ. პირველ ტაიმში ვერ გავუჩერეთ რაქი, ჰქონდათ უზადო ხელის ტექნიკა, ფაქტობრივად, მთელი 40 წუთი უკანა ფეხზე ვითამაშეთ და პირველი ტაიმის შემდეგ დიდი სხვაობით ჩამოვრჩით.

მეორე ტაიმში სიტუაცია შედარებით გამოვასწორეთ, უფრო მეტად ვფლობდით ბურთს, მეტოქეს ავყევით ტემპში. მსოფლიო თასის წინ, ჩვენთვის ეს
თამაში უმნიშვნელოვანესი იყო. ძალიან ბევრი რამ დაგვანახა, რაზეც სამუშაო გვაქვს და რაც არ ჩანს დაბალი ტემპის შეხვედრებში. ეს იყო სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრები, უძლიერესი მოთამაშეებით დაკომპლექტებული მაღალი დონის გუნდი და მათთან თამაშმა უდიდესი სარგებელი მოგვიტანა.

აფრიკელებთან მეორე თამაშისთვის ბევრს ვერაფერს შევცვლით. უნდა ვეცადოთ, რომ რასაც ვაკეთებთ ის უკეთ შევასრულოთ. თუ ჩვენ რაღაც დეტალებს არ გამოვასწორებთ და მეტოქეს მეორე მატჩშიც სწრაფი ბურთი ექნება, მაშინ კვლავ უშანსოდ დავრჩებით".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი თამაშები,მიუხედავად ანგარიშისა,ჰაერივით გვჭირდება და რაც შეიძლება ბევრი.მომდევნო თამაში დარწმუნებული ვარ,უკეთესი იქნება.ეს მეორე თამაში რეალურად აჩვენებს სად ვართ.
სოსო
09:21 14-04-2018
0
როგორც მე ვიცი აფრიკელები უფრო ადრეულ ასაკსში აღწევენ ზრდასრულობას ვიდრე ქართველები. ალბათ ამით აიხსნება ღონეში სხვაობა. ჩვენ ბიჭებს 2-3 წელი კიდევ სჭირდებათ ღონეში რომ დაეწიონ. (არ ვამტკიცებ ამას. უბრალოდ ჩემი აზრია)
irakli81
10:33 14-04-2018
0