უმცროსი "ბორჯღალოსნები" ბოკესთან 23:48 დამარცხდნენ

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკული ტურნეს მეორე მატჩში საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მასპინძელ თანატოლებთან დამარცხდა 23:48.

არადა, 50-ე წუთამდე ჩვენი გუნდი 23:17-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა 5 ლელო გაიტანეს და გაიმარჯვეს.

უმცროსი "ბორჯღალოსნებიდან" თავი თედო აბჟანდაძემ გამოიჩინა, რომელმაც ორი ლელო გაიტანა და ორი გარდასახვა და სამი ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

საქართველოს 20-წლამდელთა გუნდი 19 მაისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდება, 23 მაისს კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.

დღევანდელ მატჩში ჩვენი ნაკრების შემადგენლობა:

სასტარტო:
15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემურ თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12.
გიორგი წიკლაური, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ლუკა დვალიშვილი; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. არსენ მაჩალაძე

მარქაფა:
16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. არჩილ აბესაძე, 20. თენგიზ გიგოლაშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ლომიძე, 23. ოთარ ძაგნიძე
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბჟანდაძე ყოჩაღ,ეტყობა რომ ინგლისში თამაშობს და მათი რიდი არა აქვს,ასეთ მეტოქესთან ორი ლელო პატარა ამბავი არ არის.მთლიანობაში კი ეს ჩვენი ბიჭებისათვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და ანგარიში ოდნავადაც არ მაფიქრებს.ნეტავი ორი თამაში კიდევ ჰქონდეთ სათამაშო მათთან.ადმინ დავიჯერო ამ მატჩების ჩანაწერების მოპოვებაც შეუძლებელია?
სოსო
17:55 21-04-2018
0
ადმინ, 22.04 მიილია. ქართულ რაგბში ორი მნიშვნელოვანი თამაშის შესახებ არაფერი გაგიგია????
dato
23:34 22-04-2018
0